https://sputnik-georgia.com/20230130/---------274390748.html
„ნაბიჯი უკან" - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შიდაპარტიული არჩევნების შედეგებზე
„ნაბიჯი უკან" - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შიდაპარტიული არჩევნების შედეგებზე
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის თქმით, იგი რჩება პარტიაში, თუმცა კი არ ეთანხმება ახლადარჩეული მმართველობის კურსს. 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T19:00+0400
2023-01-30T19:00+0400
2023-01-30T22:35+0400
საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262226846_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_a1de59ccd37f051a34aaf9faa22966dd.jpg
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა, განაცხადა პარტიის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.შიდაპარტიული არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ხაბეიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი – 40%. შედეგების გამოცხადების შემდეგ მელიამ ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა.პოლიტიკოსის თქმით, იგი რჩება პარტიაში, თუმცა კი არ ეთანხმება ახლადარჩეული მმართველობის კურსს და იმ გამონათქვამებს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში იყო გაცხადებული.„ასევე მონაწილეობას არ მივიღებ იმ მენეჯმენტში, რომელიც იქნება ჩამოყალიბებული არაფორმალური გავლენების შედეგად შექმნილი მმართველობის მიერ“, – აღნიშნა წიკლაურმა.პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვება შიდაპარტიულ არჩევნებში ეკუთვნის მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის დროზე დააარსა „ნაციონალური მოძრაობა“.ხაბეიშვილმა ასევე პირობა დადო, რომ იმ დრომდე არ გაჩერდება, ვიდრე სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი.რჩება თუ ტოვებს „ნაცმოძრაობას" მელია? პოლიტიკოსის განმარტება>>>არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება. მისი თქმით, საქართველოს რეგიონში გაიხსნება ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ოფისები.მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა (ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერდა - რედ.). ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262226846_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_c2892b0fe55027912f281909ddf81eb0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
„ნაბიჯი უკან" - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შიდაპარტიული არჩევნების შედეგებზე
19:00 30.01.2023 (განახლებულია: 22:35 30.01.2023) პოლიტიკოსის თქმით, იგი რჩება პარტიაში, თუმცა კი არ ეთანხმება ახლადარჩეული მმართველობის კურსს.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა, განაცხადა პარტიის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.
შიდაპარტიული არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ხაბეიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი – 40%. შედეგების გამოცხადების შემდეგ მელიამ ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა.
„დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა დღეს ამ პარტიაში გაიმარჯვეს პოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეალებზე. ამავე დროს, სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, პირადად ჩემთვის, ისევე, როგორც ბევრი ჩემი მეგობრისთვის, პოლიტიკური მიზნები დღევანდელ პოლიტიკურ ეტაპზე რჩება უცვლელი“, – განაცხადა წიკლაურმა.
პოლიტიკოსის თქმით, იგი რჩება პარტიაში, თუმცა კი არ ეთანხმება ახლადარჩეული მმართველობის კურსს და იმ გამონათქვამებს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში იყო გაცხადებული.
„ასევე მონაწილეობას არ მივიღებ იმ მენეჯმენტში, რომელიც იქნება ჩამოყალიბებული არაფორმალური გავლენების შედეგად შექმნილი მმართველობის მიერ“, – აღნიშნა წიკლაურმა.
პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვება შიდაპარტიულ არჩევნებში ეკუთვნის მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის დროზე დააარსა „ნაციონალური მოძრაობა“.
ხაბეიშვილმა ასევე პირობა დადო, რომ იმ დრომდე არ გაჩერდება, ვიდრე სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება. მისი თქმით, საქართველოს რეგიონში გაიხსნება ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ოფისები.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა (ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერდა - რედ.). ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.