https://sputnik-georgia.com/20230130/wylis-kakali-trapa-274371425.html
წყლის კაკალი - იდუმალი, ლამაზი, მივიწყებული სამკურნალო მცენარე
წყლის კაკალი - იდუმალი, ლამაზი, მივიწყებული სამკურნალო მცენარე
Sputnik საქართველო
წყლის კაკალს, მისი სილამაზისა და იდუმალი ფორმის გამო, ამჟამად ძირითადად მხოლოდ სხვადასხვა დეკორის დასამზადებლად იყენებენ. მისი სამკურნალო თვისებები კი დღეს... 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T12:10+0400
2023-01-30T12:10+0400
2023-01-30T16:10+0400
სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23765/91/237659189_0:124:2464:1510_1920x0_80_0_0_f72780ad5b2984d9ed037185f046706e.jpg
წყლის კაკალი (ლათინურად Trapa, წყლისკაკლისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარი), იგივე ჭუღუმბური, ოხოხია (სამეგრელოში), ბალახწაბლა – წყალში მზარდი ერთწლოვანი ბალახია. გვხვდება 30-მდე სახეობა, აქედან საქართველოში (მხოლოდ კოლხეთის დაბლობზე) ორი სახეობა იზრდება. ნაყოფი იჭმება ნედლიც და მოხარშულიც. გემოთი მოხარშულ წაბლს ჰგავს. მისგან ასევე ამზადებენ ფქვილს და აცხობენ პურს, ასევე ამზადებენ სხვადასხვა საკვებსა და ტკბილეულს.კოლხური წყლის კაკალი მარტო საქართველოში გავრცელებული ენდემური მცენარეა. მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში. ამის ერთ-ერთი მიზეზი XX საუკუნეში კოლხეთის დაბლობზე ჭაობების მასობრივად დაშრობაა. კოლხური წყლის კაკალი კავკასიის მცენარეთა წითელ ნუსხაშია შეტანილი.უწინ წყლის კაკალს, გარდა სამკურნალო დანიშნულებისა, ასევე ჰქონდა თილისმის დანიშნულება – მიიჩნევდნენ, რომ მას მოაქვს წარმატება, ბედნიერება და იცავს ავი თვალისგან.წყლის კაკალს, მისი სილამაზისა და იდუმალი ფორმის გამო, ამჟამად ძირითადად სხვადასხვა დეკორის დასამზადებლად იყენებენ, სამწუხაროდ, მისი სამკურნალო თვისებები ახლა იშვიათადღა გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მისი სამკურნალო დანიშნულებით გამოყენება ჩვენ დროში უფრო მეტად შენარჩუნებულია იაპონიაში, ინდოეთსა და ჩინეთში, განსაკუთრებით – ტიბეტში.სასარგებლოა წყლის კაკლის ყველა ნაწილი: მარცვალი, ნაყოფი, ფოთოლი, ყვავილი; მაგრამ ყველაზე სასარგებლო თვითონ კაკალია.100 გრამი წყლის კაკლის საკვები ღირებულება:მცენარე მდიდარია ქიმიური შემადგენლობით, ის წარმოდგენილია სხვადასხვა მინერალური ნივთიერებით:წყლის კაკალი ასევე შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ფლავონოიდებს, აზოტისებრ ნივთიერებებს, მინერალურ მარილებსა და სხვა ელემენტებს. კაკლის გული დაახლოებით 50% სახამებელს შეიცავს.აღმოსავლეთის ქვეყნებში წყლის კაკალს იყენებენ თირკმლების დაავადებებისას, დისპეპსიის (საჭმლის მონელების დარღვევა), დიზენტერიის, იმპოტენციის სამკურნალოდ. ადამიანები, რომლებიც ამ მცენარეს მუდმივად იყენებენ საკვებად, პრაქტიკულად არ ავადდებიან გრიპითა და სეზონური დაავადებებით. ეს კი იმიტომ ხდება, რომ წყლის კაკალს მკვეთრად გამოხატული ანტივირუსული და მატონიზირებული მოქმედება ახასიათებს. მისგან დამზადებული ნაყენი ადამიანს ეხმარება მძიმე ოპერაციების შემდეგ ორგანიზმის აღდგენაში, რადგან ის ამაღლებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს სწრაფად გამოჯანმრთელებას.ამ მცენარისგან მიღებული წვენი კარგი საშუალებაა გონორეის, სხვადასხვა წარმომავლობის სიმსივნეების სამკურნალოდ.კრიალოსანა და მისი სამკურნალო თვისებები>>წყლის კაკალს იყენებენ, როგორ ნაღველმდენ და შარდმდენ საშუალებას. ის აქრობს სპაზმებს და ამშვიდებს ნერვებს; დადებით შედეგს იძლევა სტრესის შემდეგ. მის წვენს ხშირად იყენებენ თვალების დაავადებებისას, ასევე უსვამენ მას მწერებისა და გველის ნაკბენზე. აგრეთვე გამოიყენება ჩირქოვანი ანგინების დროს.წყლის კაკალს იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც – მისი ნაყენით წმენდენ კანს, რაც ხელს უწყობს გამონაყარისა და ანთებითი პროცესების ალაგმვას. ამ მცენარისგან იღებენ ნივთიერება ტრაპაზიდს, რომელიც ხელს უწყობს ეპიდერმისის ყველა ფენის განმტკიცებას და შედის ათეროსკლეროზის სამკურნალო პრეპარატებში.წყლის კაკლის მშრალ დაქუცამცებულ ფოთლებს იყენებენ ანტისეპტიკური დანიშნულებით. მას იდებენ ჭრილობებსა და დაზიანებულ ადგილებზე.ხალხურ მედიცინაში წყლის კაკალს იყენებენ ნახარშის, ნაყენის, გამომშრალი სახით, ფოთლებისგან და ღეროებისგან იღებენ წვენს.წყლის კაკლის ნაყენის დამზადების წესი: აიღეთ მცენარის 20 გრამი ფოთლები და ყვავილები. დაასხით 200 გრამი ცხელი წყალი. დატოვეთ წყლის აბაზანაზე 15 წუთით. შემდეგ გააგრილეთ დაახლოებით 30–45 წუთი, გადაწურეთ. მიიღეთ ჭიქის მესამედი სამჯერ დღეში, ჭამის წინ.თვალის დაავადებების დროს გამოწურეთ მცენარის წვენი და გააზავეთ ანადუღარ ცივ წყალში შეფარდებით 1:10. გამოიყენეთ წვენი 30–40 წვეთი დღეში 3–4-ჯერ ჭამის წინ.პოტენციის ასამაღლებლად სადილის დროს უნდა მიიღოთ 1–2 ნედლი კაკალი ერთი თვის განმავლობაში.წყლის კაკალს უკუჩვენებები არ აქვს. მისი გამოყენება არ შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალური აუტანლობის დროს.
https://sputnik-georgia.com/20210405/kaklis-uRlis-sasargeblo-Tvisebebi-kakali-251371929.html
https://sputnik-georgia.com/20230105/eqinacea-echinacea-273677778.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23765/91/237659189_144:0:2320:1632_1920x0_80_0_0_8e10dac1058121ed6016a6cb208620b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
წყლის კაკალი - იდუმალი, ლამაზი, მივიწყებული სამკურნალო მცენარე
12:10 30.01.2023 (განახლებულია: 16:10 30.01.2023) წყლის კაკალს, მისი სილამაზისა და იდუმალი ფორმის გამო, ამჟამად ძირითადად მხოლოდ სხვადასხვა დეკორის დასამზადებლად იყენებენ. მისი სამკურნალო თვისებები კი დღეს, სამწუხაროდ, მხოლოდ იაპონიაში, ინდოეთში, ტიბეტსა და ჩინეთშია დაფასებული.
წყლის კაკალი (ლათინურად Trapa, წყლისკაკლისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარი), იგივე ჭუღუმბური, ოხოხია (სამეგრელოში), ბალახწაბლა – წყალში მზარდი ერთწლოვანი ბალახია. გვხვდება 30-მდე სახეობა, აქედან საქართველოში (მხოლოდ კოლხეთის დაბლობზე) ორი სახეობა იზრდება. ნაყოფი იჭმება ნედლიც და მოხარშულიც. გემოთი მოხარშულ წაბლს ჰგავს. მისგან ასევე ამზადებენ ფქვილს და აცხობენ პურს, ასევე ამზადებენ სხვადასხვა საკვებსა და ტკბილეულს.
კოლხური წყლის კაკალი მარტო საქართველოში გავრცელებული ენდემური მცენარეა. მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში. ამის ერთ-ერთი მიზეზი XX საუკუნეში კოლხეთის დაბლობზე ჭაობების მასობრივად დაშრობაა. კოლხური წყლის კაკალი კავკასიის მცენარეთა წითელ ნუსხაშია შეტანილი.
უწინ წყლის კაკალს, გარდა სამკურნალო დანიშნულებისა, ასევე ჰქონდა თილისმის დანიშნულება – მიიჩნევდნენ, რომ მას მოაქვს წარმატება, ბედნიერება და იცავს ავი თვალისგან.
წყლის კაკალს, მისი სილამაზისა და იდუმალი ფორმის გამო, ამჟამად ძირითადად სხვადასხვა დეკორის დასამზადებლად იყენებენ, სამწუხაროდ, მისი სამკურნალო თვისებები ახლა იშვიათადღა გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მისი სამკურნალო დანიშნულებით გამოყენება ჩვენ დროში უფრო მეტად შენარჩუნებულია იაპონიაში, ინდოეთსა და ჩინეთში, განსაკუთრებით – ტიბეტში.
სასარგებლოა წყლის კაკლის ყველა ნაწილი: მარცვალი, ნაყოფი, ფოთოლი, ყვავილი; მაგრამ ყველაზე სასარგებლო თვითონ კაკალია.
100 გრამი წყლის კაკლის საკვები ღირებულება:
ნახშირწყლები – 55,3 გრამი
მცენარე მდიდარია ქიმიური შემადგენლობით, ის წარმოდგენილია სხვადასხვა მინერალური ნივთიერებით:
მაგნიუმი – 12,1 მილიგრამი
მანგანუმი – 0,2 მილიგრამი
წყლის კაკალი ასევე შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ფლავონოიდებს, აზოტისებრ ნივთიერებებს, მინერალურ მარილებსა და სხვა ელემენტებს. კაკლის გული დაახლოებით 50% სახამებელს შეიცავს.
აღმოსავლეთის ქვეყნებში წყლის კაკალს იყენებენ თირკმლების დაავადებებისას, დისპეპსიის (საჭმლის მონელების დარღვევა), დიზენტერიის, იმპოტენციის სამკურნალოდ. ადამიანები, რომლებიც ამ მცენარეს მუდმივად იყენებენ საკვებად, პრაქტიკულად არ ავადდებიან გრიპითა და სეზონური დაავადებებით. ეს კი იმიტომ ხდება, რომ წყლის კაკალს მკვეთრად გამოხატული ანტივირუსული და მატონიზირებული მოქმედება ახასიათებს. მისგან დამზადებული ნაყენი ადამიანს ეხმარება მძიმე ოპერაციების შემდეგ ორგანიზმის აღდგენაში, რადგან ის ამაღლებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს სწრაფად გამოჯანმრთელებას.
ამ მცენარისგან მიღებული წვენი კარგი საშუალებაა გონორეის, სხვადასხვა წარმომავლობის სიმსივნეების სამკურნალოდ.
წყლის კაკალს იყენებენ, როგორ ნაღველმდენ და შარდმდენ საშუალებას. ის აქრობს სპაზმებს და ამშვიდებს ნერვებს; დადებით შედეგს იძლევა სტრესის შემდეგ. მის წვენს ხშირად იყენებენ თვალების დაავადებებისას, ასევე უსვამენ მას მწერებისა და გველის ნაკბენზე. აგრეთვე გამოიყენება ჩირქოვანი ანგინების დროს.
წყლის კაკალს იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც – მისი ნაყენით წმენდენ კანს, რაც ხელს უწყობს გამონაყარისა და ანთებითი პროცესების ალაგმვას. ამ მცენარისგან იღებენ ნივთიერება ტრაპაზიდს, რომელიც ხელს უწყობს ეპიდერმისის ყველა ფენის განმტკიცებას და შედის ათეროსკლეროზის სამკურნალო პრეპარატებში.
წყლის კაკლის მშრალ დაქუცამცებულ ფოთლებს იყენებენ ანტისეპტიკური დანიშნულებით. მას იდებენ ჭრილობებსა და დაზიანებულ ადგილებზე.
ხალხურ მედიცინაში წყლის კაკალს იყენებენ ნახარშის, ნაყენის, გამომშრალი სახით, ფოთლებისგან და ღეროებისგან იღებენ წვენს.
წყლის კაკლის ნაყენის დამზადების წესი: აიღეთ მცენარის 20 გრამი ფოთლები და ყვავილები. დაასხით 200 გრამი ცხელი წყალი. დატოვეთ წყლის აბაზანაზე 15 წუთით. შემდეგ გააგრილეთ დაახლოებით 30–45 წუთი, გადაწურეთ. მიიღეთ ჭიქის მესამედი სამჯერ დღეში, ჭამის წინ.
თვალის დაავადებების დროს გამოწურეთ მცენარის წვენი და გააზავეთ ანადუღარ ცივ წყალში შეფარდებით 1:10. გამოიყენეთ წვენი 30–40 წვეთი დღეში 3–4-ჯერ ჭამის წინ.
პოტენციის ასამაღლებლად სადილის დროს უნდა მიიღოთ 1–2 ნედლი კაკალი ერთი თვის განმავლობაში.
წყლის კაკალს უკუჩვენებები არ აქვს. მისი გამოყენება არ შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალური აუტანლობის დროს.