https://sputnik-georgia.com/20230126/saqartvelo-germania-mecnierebis-dargshi-tanamshromlobas-gaazliereben-274276571.html
საქართველო და გერმანია მეცნიერების სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ
საქართველო და გერმანია მეცნიერების სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ
Sputnik საქართველო
მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტების გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები განხორციელდება. 26.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-26T13:43+0400
2023-01-26T13:43+0400
2023-01-26T20:03+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
გერმანია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23504/45/235044503_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_add25bb1feada90651a5b042776f3648.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევითმა ცენტრმა (GSI Helmholtzzentrum für Schwerionenforschung) გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და გერმანული ცენტრის დირექტორმა პაოლო ჯუბელინომ, ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას პროტონოთერაპიის, სუფთა ენერგიის, ჰიდროდინამიკის, ეკოლოგიის, რადიაციული ფიზიკისა და სხვა სამეცნიერო სფეროებში.მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება სტუდენტების გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები, თემატური სემინარები და საზაფხულო სკოლები როგორც საქართველოში, ისე ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევით ცენტრში.ადრონული თერაპიის ცენტრის მუშაობაში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორები ჩაერთვებიან>>>გერმანელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებს რადიაციული თერაპიისთვის პროტონული ციკლოტრონის მუშაობის მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ. მხარეები ასევე ერთობლივად იმუშავებენ SMART-ლაბორატორიების განვითარებასა და გაძლიერებაზე.საქართველოს განათლების სამინისტროსა და ჰელმჰოლცის ცენტრს შორის დაწყებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (Georgian-German Science Bridge - GGSB) ფარგლებში.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23504/45/235044503_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_a92f1d1a77609fbe55f920fb4f89f4b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , გერმანია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , გერმანია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო და გერმანია მეცნიერების სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ
13:43 26.01.2023 (განახლებულია: 20:03 26.01.2023) მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტების გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები განხორციელდება.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევითმა ცენტრმა (GSI Helmholtzzentrum für Schwerionenforschung) გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და გერმანული ცენტრის დირექტორმა პაოლო ჯუბელინომ, ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას პროტონოთერაპიის, სუფთა ენერგიის, ჰიდროდინამიკის, ეკოლოგიის, რადიაციული ფიზიკისა და სხვა სამეცნიერო სფეროებში.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება სტუდენტების გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები, თემატური სემინარები და საზაფხულო სკოლები როგორც საქართველოში, ისე ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევით ცენტრში.
გერმანელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებს რადიაციული თერაპიისთვის პროტონული ციკლოტრონის მუშაობის მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ. მხარეები ასევე ერთობლივად იმუშავებენ SMART-ლაბორატორიების განვითარებასა და გაძლიერებაზე.
საქართველოს განათლების სამინისტროსა და ჰელმჰოლცის ცენტრს შორის დაწყებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (Georgian-German Science Bridge - GGSB) ფარგლებში.