https://sputnik-georgia.com/20230126/nacmozraoba-an-gazlierdeba-an-mokvdeba-ra-elis-opoziciur-partias-274302513.html
„ნაცმოძრაობა“ ან გაძლიერდება, ან მოკვდება - რა ელის ოპოზიციურ პარტიას
„ნაცმოძრაობა“ ან გაძლიერდება, ან მოკვდება - რა ელის ოპოზიციურ პარტიას
Sputnik საქართველო
თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვარს დილით დაიწყება და ორ დღე-ღამეს გაგრძელდება. 26.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-26T23:10+0400
2023-01-26T23:10+0400
2023-01-27T00:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1a/263163828_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_dcf187ce71411d4fd27b4db888e9551c.jpg
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგი იქნება ან პარტიის გაძლიერება, ან სიკვდილი, განაცხადა ერთ-ერთმა კანდიდატმა, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ.თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვარს დილით დაიწყება და ორ დღე-ღამეს გაგრძელდება. უკვე 30 იანვარს საღამოს პარტიის ახალი თავმჯდომარეს ვინაობა გახდება ცნობილი.პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც პარტიული ლიდერების ნაწილი მელიას ღიად დაუპირისპირდა. შემდგომში ბრძოლა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრე ბანაკსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში ლევან ხაბეიშვილი უდგას, კიდევ უფრო გამწვავდა.„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე რეგისტრაცია გაიარეს: პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ, პარტიის აქტიურმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის ყოფილმა წევრმა ნონა მამულაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი მუმლაძემ.ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ძირითადი ბრძოლა ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის წარიმართება, და თუ ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მზადაა, პარტიაში დარჩეს წაგების შემთხვევაშიც, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას, დაემორჩილება თუ არა ხაბეიშვილს, არჩევნების შემდეგ მიიღებს.„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები - დასრულდა ამომრჩევლის რეგისტრაცია >>ამასთან, კვირის დასაწყისში მელიამ საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომელსაც ის შიდაპარტიული არჩევნების დამთავრების შემდეგ აპირებს. კერძოდ, გენერალური მდივნის პოსტზე ის გიორგი კირთაძის დანიშვნას აპირებს. ეს თანამდებობა ამჟამად პეტრე ცისკარიშვილს უკავია.მელიას განცხადება ლევან ხაბეიშვილმა და თავად ცისკარიშვილმა გააკრიტიკეს. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ არჩევნები ხაბეიშვილის გამარჯვებით დასრულდება და დაანონსებული რეპრესიები რეალიზებული არ იქნება.„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.ამავდროულად, ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორ ბანაკს შორის ბრძოლა უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1a/263163828_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_c8d1e78b35f6bfa378f7908eb0f75cb0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
„ნაცმოძრაობა“ ან გაძლიერდება, ან მოკვდება - რა ელის ოპოზიციურ პარტიას
23:10 26.01.2023 (განახლებულია: 00:54 27.01.2023) თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვარს დილით დაიწყება და ორ დღე-ღამეს გაგრძელდება.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგი იქნება ან პარტიის გაძლიერება, ან სიკვდილი, განაცხადა ერთ-ერთმა კანდიდატმა, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ.
თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვარს დილით დაიწყება და ორ დღე-ღამეს გაგრძელდება. უკვე 30 იანვარს საღამოს პარტიის ახალი თავმჯდომარეს ვინაობა გახდება ცნობილი.
„ეს არჩევნები შეიძლება დასრულდეს ორი შედეგით. ან პარტია არათუ გადარჩება, მნიშვნელოვნად გაძლიერდება – გაიზრდება როგორც მხარდამჭერთა რაოდენობა, ისე ნდობა მის მიმართ, ან საბოლოოდ დაკარგავს ამ შანსს და გადავა სულის ღაფვის რეჟიმში“, - განაცხადა მელიამ.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც პარტიული ლიდერების ნაწილი მელიას ღიად დაუპირისპირდა. შემდგომში ბრძოლა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრე ბანაკსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში ლევან ხაბეიშვილი უდგას, კიდევ უფრო გამწვავდა.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე რეგისტრაცია გაიარეს: პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ, პარტიის აქტიურმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის ყოფილმა წევრმა ნონა მამულაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი მუმლაძემ.
ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ძირითადი ბრძოლა ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის წარიმართება, და თუ ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მზადაა, პარტიაში დარჩეს წაგების შემთხვევაშიც, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას, დაემორჩილება თუ არა ხაბეიშვილს, არჩევნების შემდეგ მიიღებს.
ამასთან, კვირის დასაწყისში მელიამ საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომელსაც ის შიდაპარტიული არჩევნების დამთავრების შემდეგ აპირებს. კერძოდ, გენერალური მდივნის პოსტზე ის გიორგი კირთაძის დანიშვნას აპირებს. ეს თანამდებობა ამჟამად პეტრე ცისკარიშვილს უკავია.
მელიას განცხადება ლევან ხაბეიშვილმა და თავად ცისკარიშვილმა გააკრიტიკეს. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ არჩევნები ხაბეიშვილის გამარჯვებით დასრულდება და დაანონსებული რეპრესიები რეალიზებული არ იქნება.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ამავდროულად, ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორ ბანაკს შორის ბრძოლა უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.