https://sputnik-georgia.com/20230125/yvelaferi-politika-araa-ungretis-elci-saqartvelo-rusets-soris-pirdapir-frenebze-274223508.html
„ყველაფერი პოლიტიკა არ არის“: უნგრეთის ელჩი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ფრენებზე
„ყველაფერი პოლიტიკა არ არის“: უნგრეთის ელჩი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ფრენებზე
Sputnik საქართველო
უნგრელი დიპლომატი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ. 25.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-25T09:44+0400
2023-01-25T09:44+0400
2023-01-25T15:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
უნგრეთი
ავიამიმოსვლა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274213805_0:4:500:285_1920x0_80_0_0_a2d9abcd6b10077162769dd382eedf51.jpg
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთის ხალხებს შორის თავისუფალი მოგზაურობა სუვერენული გადაწყვეტილებაა, განაცხადა საქართველოში უნგრეთის ელჩმა ანა მარია შიკომ.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ამასთან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგია რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა.2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.ლავროვს იმედი აქვს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე განახლდება>>>რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგია >>რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და ასევე იმ შეხვედრების ფარგლებში, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინს შორის იმართება პრაღაში 2012 წლიდან.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274213805_0:0:500:375_1920x0_80_0_0_013cea1b799c4b7f056daa5b30bbf3ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, უნგრეთი, ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, უნგრეთი, ავიამიმოსვლა საქართველოში
„ყველაფერი პოლიტიკა არ არის“: უნგრეთის ელჩი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ფრენებზე
09:44 25.01.2023 (განახლებულია: 15:35 25.01.2023) უნგრელი დიპლომატი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთის ხალხებს შორის თავისუფალი მოგზაურობა სუვერენული გადაწყვეტილებაა, განაცხადა საქართველოში უნგრეთის ელჩმა ანა მარია შიკომ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ამასთან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგია რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა.
„ვფიქრობ, რომ ხალხებს შორის თავისუფალი მოგზაურობა სუვერენული გადაწყვეტილებაა. ყველაფერი პოლიტიკა არ არის. ვფიქრობ, ბევრ ქართველს ჰყავს ნათესავები სხვა ქვეყნებში. უნდა იფიქროთ პერსონალურ მხარეზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერში პოლიტიკა არ დავინახოთ“, – განაცხადა ელჩმა.
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.
ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და ასევე იმ შეხვედრების ფარგლებში, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინს შორის იმართება პრაღაში 2012 წლიდან.