https://sputnik-georgia.com/20230125/aramegobruli-da-samarcxvino-wulukiani-kasianovis-gancxadebaze-274253771.html
„არამეგობრული და სამარცხვინო" - წულუკიანი კასიანოვის განცხადებაზე
„არამეგობრული და სამარცხვინო" - წულუკიანი კასიანოვის განცხადებაზე
Sputnik საქართველო
უკრაინელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლება უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებას პრობლემას შეუქმნის. 25.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-25T19:37+0400
2023-01-25T19:37+0400
2023-01-25T22:08+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
უკრაინა
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/15/270634352_0:165:1600:1066_1920x0_80_0_0_49ea2ff07bea2d9a72f0538914d3ec9d.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე საქართველო ომში ჩაერთოს, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების მომატების შემთხვევაში საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვის შესაძლებლობას იმისთვის, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა უკრაინის მოქალაქეების საქართველოდან მასობრივი ევაკუაციის განსახორციელებლად.როგორც მან აღნიშნა, კასიანოვი უნდა დაკავდეს იმ საქმით, რისთვისაც გამოგზავნილია საქართველოში.„ანუ იყოს თავისი ქვეყნის ელჩი და არა – საქართველოს სახელმწიფოს და მისი ხალხის შემფასებელი“, – განაცხადა წულუკიანმა.თავად კასიანოვი ამტკიცებს, რომ ხდება მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება. მისი თქმით, ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მას აკრიტიკებენ, უნდა წაიკითხონ ინტერვიუს სრული ტექსტი, მისი ორიგინალური ვერსია და არ ამოიღონ სიტყვები კონტექსტიდან.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კასიანოვი მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის უკვე დაიბარეს.ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს>>>ამასთან, საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა.18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველი პარტიის ლიდერები აღნიშნულს მიესალმებიან, პრეზიდენტი კი წინააღმდეგ გამოდის.2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/15/270634352_201:167:1400:1066_1920x0_80_0_0_972867497cd16ea1474bf083d8b40698.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , უკრაინა , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , უკრაინა , პოლიტიკა, ახალი ამბები
„არამეგობრული და სამარცხვინო" - წულუკიანი კასიანოვის განცხადებაზე
19:37 25.01.2023 (განახლებულია: 22:08 25.01.2023) უკრაინელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლება უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებას პრობლემას შეუქმნის.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე საქართველო ომში ჩაერთოს, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების მომატების შემთხვევაში საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვის შესაძლებლობას იმისთვის, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა უკრაინის მოქალაქეების საქართველოდან მასობრივი ევაკუაციის განსახორციელებლად.
„როცა საქართველოში უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი ანდრეი კასიანოვის სახით ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს არის არამეგობრული, მე ვიტყოდი, სამარცხვინო და, რაც კიდევ უარესია, მიმართული იქით, რომ როგორმე საქართველო და ქართველი ხალხი ომში ჩაერთოს", – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც მან აღნიშნა, კასიანოვი უნდა დაკავდეს იმ საქმით, რისთვისაც გამოგზავნილია საქართველოში.
„ანუ იყოს თავისი ქვეყნის ელჩი და არა – საქართველოს სახელმწიფოს და მისი ხალხის შემფასებელი“, – განაცხადა წულუკიანმა.
თავად კასიანოვი ამტკიცებს, რომ ხდება მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება. მისი თქმით, ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მას აკრიტიკებენ, უნდა წაიკითხონ ინტერვიუს სრული ტექსტი, მისი ორიგინალური ვერსია და არ ამოიღონ სიტყვები კონტექსტიდან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კასიანოვი მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის უკვე დაიბარეს.
ამასთან, საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა.
18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველი პარტიის ლიდერები აღნიშნულს მიესალმებიან, პრეზიდენტი კი წინააღმდეგ გამოდის.
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.