https://sputnik-georgia.com/20230125/kasianovi-saqartvelos-sagareo-uwyebashi-daibares-274248771.html
ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს
ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან... 25.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-25T17:45+0400
2023-01-25T17:45+0400
2023-01-25T21:20+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
უკრაინა
პოლიტიკა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_632afeb1c0b901ac3b0f6ba07bde2ab0.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, იუწყება „პირველი არხი“ საგარეო უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.მანამდე ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების მომატების შემთხვევაში საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვის შესაძლებლობას იმისთვის, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა უკრაინის მოქალაქეების საქართველოდან მასობრივი ევაკუაციის განსახორციელებლად.თავად კასიანოვი ამტკიცებს, რომ ხდება მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება.„ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მაკრიტიკებენ, უნდა წაიკითხონ ტექსტი სრულად, მისი ორიგინალური ვერსია და არ ამოიღონ სიტყვები კონტექსტიდან. გთხოვთ წაიკითხოთ ყველა ოფიციალური განცხადება ორიგინალში“, – განაცხადა კასიანოვმა ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში.18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველი პარტიის ლიდერები აღნიშნულს მიესალმებიან, პრეზიდენტი კი წინააღმდეგ გამოდის.„ეს არის აბსურდული განცხადება“ - მმართველი პარტია უკრაინელ დიპლომატს ეხმაურება>>>2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_9bd32177ab048eac9fbcc2e1c9aed8e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , უკრაინა , პოლიტიკა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , უკრაინა , პოლიტიკა, ახალი ამბები, საზოგადოება
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, იუწყება „პირველი არხი“ საგარეო უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
მანამდე ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების მომატების შემთხვევაში საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვის შესაძლებლობას იმისთვის, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა უკრაინის მოქალაქეების საქართველოდან მასობრივი ევაკუაციის განსახორციელებლად.
„დავიბარეთ სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხვედრაზე მასთან განხილული არ იქნება“, – აღნიშნეს უწყებაში.
თავად კასიანოვი ამტკიცებს, რომ ხდება მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება.
„ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მაკრიტიკებენ, უნდა წაიკითხონ ტექსტი სრულად, მისი ორიგინალური ვერსია და არ ამოიღონ სიტყვები კონტექსტიდან. გთხოვთ წაიკითხოთ ყველა ოფიციალური განცხადება ორიგინალში“, – განაცხადა კასიანოვმა ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში.
18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველი პარტიის ლიდერები აღნიშნულს მიესალმებიან, პრეზიდენტი კი წინააღმდეგ გამოდის.
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.