რაზე ისაუბრეს ირაკლი კობახიძემ და ტინი კოქსმა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenkoევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ გუშინ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ტინი კოქსის მეორედ არჩევას.
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ტინი კოქსმა სტრასბურგში შეხვედრისას საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ტინი კოქსის მეორე ვადით არჩევას მხარი დაუჭირა.

„გვქონდა საუბარი თანამშრომლობაზე დელეგაციასა და პრეზიდენტის ოფისს შორის. გვქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრა და ასევე გავაცანით პრეზიდენტს საქართველოში არსებული მდგომარეობა, ჩვენი ხედვები გავაცანით იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მთლიანად რეგიონში“, – განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო ზოგად ვითარებას პოლიტიკურ სისტემაში, სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის პოზიციებს და მათ პოლიტიკურ მდგომარეობას საქართველოში, აღნიშნა კობახიძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ასევე იყრიდა კენჭს უკრაინული დელეგაციის წევრი, უმაღლესი რადის საერთაშორისო პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ მერეჟკო. კოქსმა თავის უკრაინელ მეტოქეს აჯობა, მან 175 ხმა აიღო, ხოლო მერეჟკომ – 44.
PACE-ს პრეზიდენტის არჩევნები: რატომ არ დაუჭირა მხარი საქართველომ უკრაინის კანდიდატს>>
როგორც კობახიძემ განაცხადა, უკრაინელმა კანდიდატმა საქართველოს მხარდაჭერა ვერ მიიღო იმის გამო, რომ მერეჟკო მონაწილეობდა იმ შესწორებებში, რომლებიც აბსოლუტურად მიუღებელია ქართული მმართველი ძალისთვის. საუბარია საქართველოს ექს-პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2022 წლის ოქტომბერში მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. შესწორება რეზოლუციის ძირითად ტექსტში, სადაც სააკაშვილია ნახსენები, ინიცირებული იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ დეპუტატების მიერ, რომლის ნაწილიცაა ექს-პრეზიდენტის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
პაპუაშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართა>>
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ქართულ სახელმწიფოზე პირდაპირი თავდასხმა უწოდა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არასოდეს დაუჭერს მხარს მსგავს დოკუმენტს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0