PACE-ს პრეზიდენტის არჩევნები: რატომ არ დაუჭირა მხარი საქართველომ უკრაინის კანდიდატს

© photo: Sputnik / Dominik Buten / გადასვლა მედიაბანკშიევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
უკრაინის კანდიდატი 2022 წლის ოქტომბერში მონაწილეობდა PACE-ს რეზოლუციაში ცვლილებების მიღებაში, სადაც სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდეს
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ტინი კოქსის კანდიდატურის მეორე ვადით არჩევას დაუჭირა მხარი.
PACE-ს პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზიას აცხადებდა ასევე უკრაინის დელეგაციის წევრი, უმაღლესი რადის საერთაშორისო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ მერეჟკო. კოქსმა 175 ხმა მოიპოვა, მერეჟკომ - 44.
კენჭისყრამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც საქართველოს დელეგაციამ არ დაუჭირა მხარი უკრაინის წარმომადგენელს.
„ალტერნატიული კანდიდატი იყო ბატონი მერეჟკო, უკრაინის წარმომადგენელი, რომელიც ჩართული იყო ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი ცვლილებების მიღებაში. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ მის კანდიდატურას. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ტინი კოქსის ხელახლა არჩევას“, - განაცხადა კობახიძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
კობახიძის განმარტებით, საუბარია რეზოლუციაზე, სადაც იყო ჩასმული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გვარი. კობახიძის თქმით, ეს კატეგორიულად მიუღებელი იყო მმართველი პარტიისთვის.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2022 წლის ოქტომბერში მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. შესწორება რეზოლუციის ძირითად ტექსტში, სადაც სააკაშვილია ნახსენები, ინიცირებული იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ დეპუტატების მიერ, რომლის ნაწილიცაა ექს-პრეზიდენტის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ქართულ სახელმწიფოზე პირდაპირი თავდასხმა უწოდა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არასოდეს დაუჭერს მხარს მსგავს დოკუმენტს.
„ეს არის სახელმწიფოზე პირდაპირი თავდასხმა" - პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე >>
მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსს მიმართა, სადაც იყო ნათქვამი, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხსენება ცვლის რეზოლუციის არსს და ძირს უთხრის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ავტორიტეტს.
თავის მიმართვაში პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში.
საგარეო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ უფრო ადრე განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შეცდომებით არის სავსე, რადგან ქვეყნის კანონების დამრღვევს არ შეიძლება ეწოდოს პოლიტიკური პატიმარი.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0