„ნაცმოძრაობა“ იშლება – გია ვოლსკი

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ძალები ქვეყნის დანგრევისა და დესტაბილიზაციისკენ აქვთ მიმართული, მიიჩნევს დეპუტატი.
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციონერების გაუგებარ კონგლომერატად გადაიქცა, რომელსაც პოლიტიკური პარტიის არცერთი ნიშანი არ გააჩნია, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო პერიოდში სულ უფრო მძაფრდება. შიდაპარტიული არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტია საბოლოოდ გაიხლიჩა ორ ბანაკად – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებად და რადიკალურ „ძველ გვარდიად“.

„მთავარი ოპოზიციური პარტია საქართველოში პრაქტიკულად იშლება. დაპირისპირების ხარისხთან ერთად თვითონ დაპირისპირების შინაარსიც საკმაოდ ნიშანდობლივია – ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ რესურსს ფლობს, რომ ქვეყანა დაანგრიოს და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
„ნაცმოძრაობა" აღარ არსებობს - მმართველი პარტიის დეპუტატი>>
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ შეთქმულთა ბანაკს დაემსგავსა>>
ამავდროულად, ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორ ბანაკს შორის ბრძოლა უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0