https://sputnik-georgia.com/20230106/gia-volski-nacmozraoba-setqmulta-banaks-daemsgavsa-273710837.html
გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ შეთქმულთა ბანაკს დაემსგავსა
გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ შეთქმულთა ბანაკს დაემსგავსა
Sputnik საქართველო
განცხადებების შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას არ გააჩნია ინტელექტუალურ რესურსი, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა. 06.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-06T21:27+0400
2023-01-06T21:27+0400
2023-01-10T18:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511619_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_638174af72ed5ecab943daba2862415f.jpg
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის შეჯიბრება იმაზე, თუ ვინ უფრო მეტ ცუდს გააკეთებს ან იტყვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.„ნაცმოძრაობაში“ 28-29 იანვარს პარტიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება. კანდიდატებს შორის არიან პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის აქტიური წევრი, პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ყოფილი წევრი ნონა მამულაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი მუმლაძე.მისი თქმით, განცხადებები, რომელიც კეთდება, თავისი შინაარსით მეტყველებს, რომ ეს მოძრაობა „დაცლილია ინტელექტუალური რესურსისგან“.„ნაციონალური მოძრაობა“ შეთქმულთა ბანაკს დაემსგავსა, რომელსაც ერთი კონკრეტული ამოცანა აქვს - დესტაბილიზაცია და ისეთი რყევების გამოწვევა, რაც მათი აზრით, მთავრობას შეცვლის“, - განაცხადა ვოლსკიმ.მისი თქმით, როდესაც პარტიას არ გააჩნია რესურსი, „ყველაზე ადვილია დესტრუქციაზე საუბარი“.პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც პარტიული ლიდერების ნაწილი მელიას ღიად დაუპირისპირდა. შემდგომში ბრძოლა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრე ბანაკსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში ლევან ხაბეიშვილი უდგას, კიდევ უფრო გამწვავდა.მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.ნონა მამულაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას>>ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511619_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_e616c2bf4b89cc5fb104718de83d6b80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ შეთქმულთა ბანაკს დაემსგავსა
21:27 06.01.2023 (განახლებულია: 18:03 10.01.2023) განცხადებების შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას არ გააჩნია ინტელექტუალურ რესურსი, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა.
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის შეჯიბრება იმაზე, თუ ვინ უფრო მეტ ცუდს გააკეთებს ან იტყვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
„ნაცმოძრაობაში“ 28-29 იანვარს პარტიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება. კანდიდატებს შორის არიან პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის აქტიური წევრი, პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ყოფილი წევრი ნონა მამულაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი მუმლაძე.
„ამ ჯგუფს არანაირი რესურსი არ აქვს, საქართველოს უკეთესი პროგრამა და უკეთესი ხვალინდელი დღე შესთავაზოს... შეჯიბრი მიდის, ვინ უფრო მეტი ცუდის გამკეთებელია, ვინ უფრო როყიო განცხადებების გამკეთებელია. ხაბეიშვილი, მელია თუ თავმჯდომარეობის ის მესამე კანდიდატურა, რომლის გვარს ხშირად ვერ იხსენებენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, განცხადებები, რომელიც კეთდება, თავისი შინაარსით მეტყველებს, რომ ეს მოძრაობა „დაცლილია ინტელექტუალური რესურსისგან“.
„ნაციონალური მოძრაობა“ შეთქმულთა ბანაკს დაემსგავსა, რომელსაც ერთი კონკრეტული ამოცანა აქვს - დესტაბილიზაცია და ისეთი რყევების გამოწვევა, რაც მათი აზრით, მთავრობას შეცვლის“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, როდესაც პარტიას არ გააჩნია რესურსი, „ყველაზე ადვილია დესტრუქციაზე საუბარი“.
„ვიომოთ იმისთვის, რათა ხელისუფლება შეიცვალოს, ხოლო ხელისუფლება შეიცვალოს, რათა გავყვეთ იმ გეგმას, რაც შემუშავებულია, მათ შორის მეორე ფრონტის გახსნის საკითხთან დაკავშირებით“, - ასე ახსნა ვოლსკიმ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებები.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც პარტიული ლიდერების ნაწილი მელიას ღიად დაუპირისპირდა. შემდგომში ბრძოლა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრე ბანაკსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში ლევან ხაბეიშვილი უდგას, კიდევ უფრო გამწვავდა.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.