https://sputnik-georgia.com/20221213/nona-mamulashvilis-nazmozraobis-tavmjdomaris-archevnebshi-monawileobs-272986945.html
ნონა მამულაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
ნონა მამულაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
მამულაშვილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე 3 ნოემბერს განაცხადა. 13.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-13T13:40+0400
2022-12-13T13:40+0400
2022-12-13T17:53+0400
საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/15/263046999_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_cdcd873d9db8f6d9fa6e5e9b71652eda.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ნონა მამულაშვილმა პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლის სურვილი გამოთქვა.მამულაშვილის განცხადებით, მასთან ერთად პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატობისთვის გიორგი ხვედელიანი იბრძოლებს. მამულაშვილი და ხვედელიანი პარტიას 2021 წლის იანვარში შეუერთდნენ, მას შემდეგ, რაც პარტიამ განახლების თაობაზე განცხადება გააკეთა.როგორც მამულაშვილმა აღნიშნა, საბედნიეროდ, ახლა გაჩნდა ცვლილების შესაძლებლობა და ეს შიდაპარტიული არჩევნებია.„სწორედ ამიტომ ჩვენ ვერთვებით ამ არჩევნებში, რათა დავაბრუნოთ პოლიტიკა პარტიაში“, – განაცხადა მამულაშვილმა.მამულაშვილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე 3 ნოემბერს განაცხადა. ეკონომისტი მამულაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ სიით მოხვდა. პარლამენტში ის ჯანდაცვის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი იყო.პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა დაასახელა>>>„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. ამჟამად პარტიაში მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან.მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/15/263046999_0:0:960:720_1920x0_80_0_0_f9fcc418cdba47906c83648a91a71b38.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა, ახალი ამბები
ნონა მამულაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
13:40 13.12.2022 (განახლებულია: 17:53 13.12.2022) მამულაშვილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე 3 ნოემბერს განაცხადა.
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ნონა მამულაშვილმა პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლის სურვილი გამოთქვა.
მამულაშვილის განცხადებით, მასთან ერთად პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატობისთვის გიორგი ხვედელიანი იბრძოლებს. მამულაშვილი და ხვედელიანი პარტიას 2021 წლის იანვარში შეუერთდნენ, მას შემდეგ, რაც პარტიამ განახლების თაობაზე განცხადება გააკეთა.
„ცვლილებების სურვილისა და უკომპრომისო ბრძოლის მიუხედავად, ჩვენ დავინახეთ, რომ მძიმე სისტემური პრობლემების გამო პარტიის გაჯანსაღება შეუძლებელი ხდებოდა. ამიტომ სხვადასხვა დროს, თუმცა ერთისა და იმავე მიზეზით დავტოვეთ პარტია“, – დაწერა ნონა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში.
როგორც მამულაშვილმა აღნიშნა, საბედნიეროდ, ახლა გაჩნდა ცვლილების შესაძლებლობა და ეს შიდაპარტიული არჩევნებია.
„სწორედ ამიტომ ჩვენ ვერთვებით ამ არჩევნებში, რათა დავაბრუნოთ პოლიტიკა პარტიაში“, – განაცხადა მამულაშვილმა.
მამულაშვილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე 3 ნოემბერს განაცხადა. ეკონომისტი მამულაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ სიით მოხვდა. პარლამენტში ის ჯანდაცვის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. ამჟამად პარტიაში მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.