https://sputnik-georgia.com/20221212/papuashvilma-nacmozraobis-mtavari-problema-daasaxela-272961514.html
პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა დაასახელა
პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა დაასახელა
Sputnik საქართველო
პარლამენტის სპიკერის აზრით, მოსახლეობა დაიღალა დესტრუქციული რადიკალური ოპოზიციით და მისი ნეგატიური კამპანიით. 12.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-12T17:11+0400
2022-12-12T17:11+0400
2022-12-12T20:54+0400
საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/18/265457749_0:142:1600:1042_1920x0_80_0_0_9fa82aa5da9543be2414b58670b242f9.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ძალა დაფუძნებულია დეზინფორმაციაზე, მტრობასა და სიძულვილზე, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაცმოძრაობაში“ დაგეგმილ შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით.„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. ამჟამად პარტიაში მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან.მისი აზრით, მოსახლეობა „ნაცმოძრაობას“ ამჯერადაც ეტყვის „არას“.„მოსახლეობა დაიღალა დესტრუქციული რადიკალური ოპოზიციით და მისი ნეგატიური კამპანიით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/18/265457749_100:150:1321:1066_1920x0_80_0_0_30fdd3789670aea8a810b07e6b576149.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა დაასახელა
17:11 12.12.2022 (განახლებულია: 20:54 12.12.2022) პარლამენტის სპიკერის აზრით, მოსახლეობა დაიღალა დესტრუქციული რადიკალური ოპოზიციით და მისი ნეგატიური კამპანიით.
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ძალა დაფუძნებულია დეზინფორმაციაზე, მტრობასა და სიძულვილზე, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაცმოძრაობაში“ დაგეგმილ შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. ამჟამად პარტიაში მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან.
„ეს ორგანიზაცია ეფუძნება ძალადობას, მტრობასა და სიძულვილს. ვიდრე ამ პრობლემას არ გადაწყვეტენ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი აზრით, მოსახლეობა „ნაცმოძრაობას“ ამჯერადაც ეტყვის „არას“.
„მოსახლეობა დაიღალა დესტრუქციული რადიკალური ოპოზიციით და მისი ნეგატიური კამპანიით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.