https://sputnik-georgia.com/20230123/evrokavsiris-wevri-qveynebi-saqartvelos-sakitxze-gadawyvetilebas-2023-wlis-bolos-miireben-274179834.html
ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილებას 2023 წლის ბოლოს მიიღებენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილებას 2023 წლის ბოლოს მიიღებენ
Sputnik საქართველო
ევროკომისიის ზოგიერთი პირობა უკვე შესრულებულია, სხვა პირობებზე მუშაობა გრძელდება, განაცხადა ელჩმა 23.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-23T23:33+0400
2023-01-23T23:33+0400
2023-01-24T12:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269202690_0:313:3077:2044_1920x0_80_0_0_27528793902626b8593ba99056b3305e.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე პირველად ევროკომისია ოქტომბერში შეაფასებს, შემდეგ კი აღნიშნულ საკითხზე ორგანიზაციის 27 წევრი სახელმწიფო წლის ბოლოს იმსჯელებს, ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.მისი თქმით, ევროპული კავშირი ეს არის ორგანიზაცია, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს, რომლებიც თავის პოზიციას დამოუკიდებლად გამოხატავენ.ჰერჩინსკის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე ესაუბრა.„ზოგიერთი პრიორიტეტი შესრულდა, ზოგიერთზე მუშაობა ახლაც გრძელდება. საქართველოს პარლამენტი ელოდება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, მაგალითად, ვენეციის კომისიის და „ოდირის“. მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.„დადებითი შედეგის იმედი გვაქვს“ - საქართველოში ევროკავშირის ელჩი ევროკომისიის შეფასებაზე >>როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს პროგრესი შესრულებული რეკომენდაციების შედეგებით შეფასდება.„ეს გამოქვეყნდება ევროკომისიის მიერ ოქტომბერში და შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იმსჯელებენ შედეგებზე, სამომავლო ნაბიჯებზე. ასე რომ, წინ ძალიან საქმიანი წელი გვაქვს. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას საქართველოს და ქართველ პოლიტიკოსებს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.ევროკავშირის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო წარმატებით დაასრულებს მუშაობას ევროკომისიის რეკომენდაციებზე და შედეგი დადებითი იქნება.ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269202690_322:0:3051:2047_1920x0_80_0_0_6a0dbeaed9cca9dd0d63b1e12a892821.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილებას 2023 წლის ბოლოს მიიღებენ
23:33 23.01.2023 (განახლებულია: 12:20 24.01.2023) ევროკომისიის ზოგიერთი პირობა უკვე შესრულებულია, სხვა პირობებზე მუშაობა გრძელდება, განაცხადა ელჩმა
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე პირველად ევროკომისია ოქტომბერში შეაფასებს, შემდეგ კი აღნიშნულ საკითხზე ორგანიზაციის 27 წევრი სახელმწიფო წლის ბოლოს იმსჯელებს, ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
„ეს იქნება მომენტი, როცა წევრი სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ ერთსულოვნად, როგორ უპასუხონ საქართველოს სურვილს, გახდეს ევროკავშირის წევრი. მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მუშაობა წლის ბოლოს პოზიტიური შედეგით დასრულდება“, – განაცხადა ელჩმა „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, ევროპული კავშირი ეს არის ორგანიზაცია, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს, რომლებიც თავის პოზიციას დამოუკიდებლად გამოხატავენ.
ჰერჩინსკის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე ესაუბრა.
„ზოგიერთი პრიორიტეტი შესრულდა, ზოგიერთზე მუშაობა ახლაც გრძელდება. საქართველოს პარლამენტი ელოდება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, მაგალითად, ვენეციის კომისიის და „ოდირის“. მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს პროგრესი შესრულებული რეკომენდაციების შედეგებით შეფასდება.
„ეს გამოქვეყნდება ევროკომისიის მიერ ოქტომბერში და შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იმსჯელებენ შედეგებზე, სამომავლო ნაბიჯებზე. ასე რომ, წინ ძალიან საქმიანი წელი გვაქვს. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას საქართველოს და ქართველ პოლიტიკოსებს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო წარმატებით დაასრულებს მუშაობას ევროკომისიის რეკომენდაციებზე და შედეგი დადებითი იქნება.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.