https://sputnik-georgia.com/20230117/dadebiti-sedegis-imedi-gvaqvs-saqartvelosi-evrokavsiris-elci-evrokomisiis-sefasebaze-274017935.html
„დადებითი შედეგის იმედი გვაქვს“ - საქართველოში ევროკავშირის ელჩი ევროკომისიის შეფასებაზე
„დადებითი შედეგის იმედი გვაქვს“ - საქართველოში ევროკავშირის ელჩი ევროკომისიის შეფასებაზე
Sputnik საქართველო
ამ წლის დასასრულს ჯერ ევროპული კომისია, შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეაფასებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, აღნიშნა ელჩმა. 17.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-17T23:46+0400
2023-01-17T23:46+0400
2023-01-17T23:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/06/267173339_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_0137d84bda9deb393c93767f33376bd6.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შეფასება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების შესრულებისა დადებითი იქნება.ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.ჩვენ არა მხოლოდ ვიმედოვნებთ, არამედ მზად ვართ დავეხმაროთ როგორც საქართველოს მთავრობას, ისე ყველა სამუშაო პროცესს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, განაცხადა დიპლომატმა.ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/06/267173339_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_67b9f51de0d5c2488abb2bbf4a928919.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა
„დადებითი შედეგის იმედი გვაქვს“ - საქართველოში ევროკავშირის ელჩი ევროკომისიის შეფასებაზე
ამ წლის დასასრულს ჯერ ევროპული კომისია, შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეაფასებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, აღნიშნა ელჩმა.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შეფასება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების შესრულებისა დადებითი იქნება.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
„როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ამ პროცესში დავეხმაროთ. ვიმედოვნებთ წარმატებულ შედეგს წლის ბოლოს. დადებითი შედეგი ნიშნავს საქართველოს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირში წევრობისკენ, რაც კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჰერჩინსკიმ.
ჩვენ არა მხოლოდ ვიმედოვნებთ, არამედ მზად ვართ დავეხმაროთ როგორც საქართველოს მთავრობას, ისე ყველა სამუშაო პროცესს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, განაცხადა დიპლომატმა.
„ამ წლის დასასრულს ჯერ ევროპული კომისია და შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეაფასებენ საქართველოს პროგრესს და გადაწყვეტენ შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირის წევრობის მისწრაფებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.