23 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Ilya Naimushin
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
გაეცანით 23 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
21-31 იანვარი
ამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან – 21 იანვარი – 19 თებერვალი.
21 იანვარი – 31 იანვარი მერწყულის ნიშნის პირველი დეკადაა.
ამ პერიოდში დაბადებულებს ვენერა მფარველობს. ეს ადამიანები მორცხვი და დელიკატური არიან.
მნიშვნელოვანი წლებია: 12, 22, 32, 42, 52.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ნეგო (უკვდავა).
პლიტვიცეს ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2021
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება
ისინი ყოველთვის ელეგანტურნი და მშვენიერნი არიან. მათგან ენერგია უწყვეტად მოედინება, მათ ოპტიმიზმს კი საზღვრები არა აქვს. მათში ჩადებულია მძლავრი ცხოვრებისეული პოტენციალი, ამიტომ იოლად წყვეტენ დავებს, საქმეებს, ლახავენ ბარიერებს. აქვთ მშვიდობისმოყვარე და მხიარული ხასიათი, ამით გარშემომყოფებს თავის მიმართ სიმპათიით განაწყობენ.
23 იანვარს დაბადებულები
23 იანვარს დაბადებულები სიმტკიცითა და შეუპოვრობით გამოირჩევიან. მათი სული ამბიციურობითაა სავსე, არიან ანგარიშიანი და ხანდახან ცბიერიც. მზად არიან, მიზნის მისაღწევად ნებისმიერი საშუალება გამოიყენონ ისე, რომ არც დაფიქრდნენ. ცივი გონება და ინტუიცია ყოველთვის მათი გეგმების სადარაჯოზეა, მათი მოტყუების მცდელობაც არ ღირს, რადგან ადამიანურ ბუნებას ძალიან კარგად იცნობენ.
ვის როგორ უმართლებს სიყვარულში>>
გასაკვირი არაა, რომ წინ მიზანსწრაფვით მიიწევენ და მოწინააღმდეგეებს გზიდან იშორებენ. ძლიერი ხასიათის გამო ბევრი მტერი ჰყავთ, რომლებიც ჩასაფრებული არიან და მცირე შეცდომისთვისაც ძვირად აზღვევინებენ. მათი ოჯახური ცხოვრება, როგორც წესი, არ ეწყობა ხოლმე, ამის კომპენსაცია ფინანსური გამარჯვებებით ხდება.
23 იანვარს დაბადებულები თავისი ორიგინალობითა და უჩვეულობით გარშემომყოფთა შორის თეთრი ყვავებივით ჩანან. გარეგნულადაც კი სხვაგვარი არიან – მანერები, სტილი, საუბარი, სახის ნაკვთები, გამომეტყველება, მოძრაობა – თითქოს ყველაფერი სხვანაირი აქვთ.
მისტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
რა ბედი არგუნა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განგებამ
უდავოა, რომ ადამიანის შინაგანი სამყარო დიდია. მაგრამ ამ დღეს დაბადებულებს ის თითქოს სახეზე აწერიათ და ამის დამალვას არც ცდილობენ. ისინი ადამიანებზე ნამდვილად წარუშლელ პირველ შთაბეჭდილებას ახდენენ. მტკიცედ იცავენ ეთიკურ ნორმებს – ეს მათი საყვარელი თემაა ცხოვრებაში და ისეთი სიტყვები, როგორიცაა ეთიკა, მორალი, პატიოსნება, პასუხისმგებლობა – მათი ცხოვრების ნაწილი.
ხანდახან ამ დღეს დაბადებულები საკუთარ აზრებს ყურადღებას არ აქცევენ და თავს სუსტი ხასიათის მქონე ადამიანების რიცხვს მიაკუთვნებენ, თუმცა სირთულეები მათ ჭეშმარიტ ნატურას – ძლიერსა და მტკიცეს – აუცილებლად გაამჟღავნებს. თუ საკუთარი პრინციპების საწინააღმდეგოდ იმოქმედებენ, გარანტირებული აქვთ სინდისის ქენჯნა და ღამის კოშმარები.
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება>>
დროთა განმავლობაში ყმაწვილურ იდეალებს შორდებიან და ღალატი უკვე აღარ აღიქმება, როგორც კატასტროფა, ამით არ ზარალდება არც მათი ფსიქიკური მდგომარეობა. მათგან მოსალოდნელია ყველაზე ექსცენტრიკული და „გიჟური" საქციელი და ამ კომპლიმენტებსაც ხშირად სიხარულით იღებენ, რადგან ამით მასისგან გამოირჩევიან და არაჩვეულებრივობის ბრალდებას ისინი აღფრთოვანებით ხვდებიან.
ხასიათის ეს თვისება კეთილდღეობისა და კომფორტის დაცვის ნიღბით შეიძლება გამოვლინდეს მაშინ, როცა მის უკან ღრმა სევდა და იმედგაცრუება შეიძლება იმალებოდეს.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
ხასიათის გამოკვეთილი უნიკალურობა ამ დღეს დაბადებულებს არჩევნის საშუალებას აძლევს – იკვლიოს, იმოქმედოს, მოიქცეს თავისი ნატურის შესატყვისად, შეაფასოს სხვისი ხასიათი. აფასებენ რა ბუნებრიობას, მათ მშვენივრად აქვთ გაცნობიერებული სამსახიობო ნიჭის მნიშვნელობა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ადამიანური არსისა და ხასიათის სფეროში მათ უდიდესი ოსტატობის მიღწევა შეუძლიათ და ნამდვილი ექსპერტები ხდებიან.
თუმცა, ამ დღეს დაბადებულებს საკუთარი ინდივიდუალობის წყალობით ნებისმიერი სამსახიობო გრიმის გარეშეც შეუძლიათ აიტანონ ყველაზე სერიოზული ქარიშხალიც კი. გარშემო მყოფ ადამიანებთან დაახლოება შეუძლია სხვადასხვა ინტერესებს – მათემატიკის, ტექნიკის, მეცნიერების სფეროებში. 23 იანვარს დაბადებულთაგან ბევრსა აქვს საყვარელი საქმიანობა, რაც ხშირად მათი პროფესიაც ხდება, რასაც შემოავალიც მოაქვს.
მათ საზოგადოებრივი საქმიანობაც იზიდავს, თუ ამას გაჭირვებული ადამიანებისთვის რეალური დახმარება მოაქვს. ნამდვილად გაუმართლა მათ, ვინც ამ დღეს დაბადებულებს უყვართ, მათი გულისთვის ისინი ნებისმიერ კედელს გაარღვევენ და საყვარელ ადამიანს სამყაროს ფეხქვეშ გაუფენენ.
ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა
ჯანმრთელობა
23 იანვარს დაბადებულები უპირატესობას მკურნალობის არატრადიციულ ფორმებს ანიჭებენ. მათ ბევრი არ უნდა ილაპარაკონ თავიანთი მომავლის შესახებ და თავდაჯერებულობა ცოტა გააკონტროლონ. თავიანთ წინასწარმეტყველებაში ზედმეტი გულმოდგინებაც არ უნდა გამოიჩინონ, რადგან ეს ახლობლების ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. კვების მხრივ ტრადიციულად, ჯანსაღი, ვიტამინებით გამდიდრებული საკვებით იკვებებიან. ფიზიკურად ზომიერად უნდა დაიტვირთონ.
როგორ დავეხმაროთ ზოდიაქოს ნიშნების პატარა წარმომადგენლებს სწავლაში>>
რჩევა:
თქვენი დახვეწილი ტექნიკური ოსტატობა თქვენს პროფესიაშ გამოიყენეთ; იხელმძღვანელეთ პატიოსნებით, მაგრამ ნურც სხვებისგან და ნურც საკუთარი თავისგან იმაზე მეტს ნუ ელოდებით, ვიდრე მათ ან თქვენ შეგიძლიათ, შეარბილეთ მომთხოვნელობა. სულის მისწრაფებები ცხოვრების საუკეთესო მომენტები შეიძლება გახდეს, ამიტომ ნუ მოერიდებით მათ, ისიამოვნეთ.
ყველა ახალი ამბავი
0