https://sputnik-georgia.com/20230122/22-ianvars-dabadebulebi-daxasiateba-zodiaqo-274121456.html
22 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
22 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 22 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 22.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-22T00:15+0400
2023-01-22T00:15+0400
2023-01-22T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23889/35/238893571_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_3a591d150e83f933996927c69c50238d.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ21-31 იანვარიამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან – 21 იანვარი – 19 თებერვალი.21 იანვარი – 31 იანვარი მერწყულის ნიშნის პირველი დეკადაა.ამ პერიოდში დაბადებულებს ვენერა მფარველობს. ეს ადამიანები მორცხვი და დელიკატური არიან.მნიშვნელოვანი წლებია: 12, 22, 32, 42, 52.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ნეგო (უკვდავა).ისინი ყოველთვის ელეგანტურნი და მშვენიერნი არიან. მათგან ენერგია უწყვეტად მოედინება, მათ ოპტიმიზმს კი საზღვრები არა აქვს. მათში ჩადებულია მძლავრი ცხოვრებისეული პოტენციალი, ამიტომ იოლად წყვეტენ დავებს, საქმეებს, ლახავენ ბარიერებს. აქვთ მშვიდობისმოყვარე და მხიარული ხასიათი, ამით გარშემომყოფებს თავის მიმართ სიმპათიით განაწყობენ.22 იანვარს დაბადებულები22 იანვარს დაბადებულები დიდი ნებისყოფით, სიმამაცით, თავდადებით გამოირჩევიან, არიან აქტიური და თავდაჯერებული, ამაყი და დამოუკიდებელი ადამიანები. როგორც წესი, მარტო მოქმედებენ, არ ახასიათებთ დახმარების თხოვნა და ვინმეს მხარდაჭერის დალოდება. თავიანთი მიზანსწრაფულობის წყალობით ბევრს აღწევენ ცხოვრებაში. აქვთ მრავალფეროვანი ინტერესები, ამიტომ ნიჭს ამჟღავნებენ ლიტერატურაშიც, თეატრალურ საქმიანობაშიცა და მეცნიერების სფეროებშიც. ოჯახში, როგორც წესი, ყველაფერი კარგად აქვთ, მათი ფინანსური მხარე სტაბილურია.ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება>>22 იანვარს დაბადებულები გარშემომყოფებში წინააღმდეგობებით სავსე გრძნობებს ბადებენ: მათი ენერგია ზოგს იზიდავს, ზოგს კი - აღიზიანებს. ისინი მიჩვეული არიან საკუთარი ინდივიდუალობის დემონსტრირებას, იმპულსურობის შეკავება უჭირთ როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ურთიერთობებში. მათ შეუძლიათ სახალხოდ თავშეკავებული იყვნენ, მაგრამ პირად ცხოვრებაში თავის კონტროლზე „მუხრუჭები" მთლიანად მიუშვან. ზოგიერთი აგრესიას ვერც სამსახურში თოკავს. ამიტომ მათი მთავარი მტერი ემოციურობაა, რომლის კონტროლიც უნდა ისწავლონ. როდესაც ამ დღეს დაბადებულებში შესაძლო „აფეთქება" მწიფდება, ახლობლები უკან იხევენ, რადგან მისი მრისხანების ეპიცენტრში არ უნდათ მოხვედრა, ამ დროს წინა პლანზე გამოდის ამ ადამიანების არა ემოციური სიმდიდრე, არამედ ემოციური გაუწონასწორებლობა.ამ დღეს დაბადებულთა პროფესიული ცხოვრება ახალი ცოდნითა და ტექნოლოგიებით არის სავსე, რადგან უყვართ თანამედროვე ტენდენციებისთვის ფეხის აწყობა და კარგად გააზრებული კურსით სვლა. ასევე ვერ უსაყვედურებ მათ, რომ პროფესიულ ცხოვრებაში აკლიათ შემოქმედებითი მხარე, ენერგია და ორიგინალობა; ისინი მუდმივად ავითარებენ თავიანთ უნარებს და ხვეწენ ოსტატობას. მათ არასდროს ემუქრებათ სხვა ადამიანების ხელში მარიონეტებად ქცევა - ეს, უბრალოდ, შეუძლებელია.ამ დღეს დაბადებული განვითარებული პიროვნებები სრულყოფილებისკენ სწრაფვასთან ერთად, დღითიდღე ხვეწენ საკუთარ ინტუიციას, ძალას, ამტანობას. ამას თანდათან ემატება კომუნიკაბელურობის სრულყოფა, სხვისი მოსაზრებებისადმი თმენის უნარის განვითარება, კომპრომისების სწავლა, სხვებთან ერთად საკითხების განხილვა. ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები>>ამ დღეს დაბადებულები ხშირად ვარდებიან დეპრესიაში და აქედან გამოსვლაში მათ საკუთარი თავის ღრმად შეცნობა, შესაძლებლობების ობიექტური შეფასება დაეხმარება.მათთვის ყველაზე საუკეთესოა ძალთა კონცენტრაცია ერთ საქმეზე და აღებული კურსით თანდათანობით წინსვლა. როდესაც მუშაობის პროცესში დადებით შედეგებს აღწევენ, 22 იანვარს დაბადებულები ემოციურად იმდენად იმუხტებიან, რომ შეუძლიათ საქმეს ავნონ. ამ პრობლების გადაწყვეტა ემოციების გარკვეული „განმუხტვა" იქნებოდა – ემოციურობის პიკის მომენტებში ისეთი წერტილის, მექანიზმის მოძებნა, რომელიც ამ მუხტს არა დათრგუნავს, რაც სასურველ სიმშვიდეს არ მოიტანს, არამედ გახსნის და გარეთ გამოსვლის საშუალებას მისცემს.ჯანმრთელობა22 იანვარს დაბადებულების ჯანმრთელობას, პირველ რიგში, ემოციები ვნებს. მათ ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპია წაადგებათ. ამ ადამიანებისთვის სასარგებლოა ყველანაირი ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით ეფექტური იქნება იოგა, რომელშიც სუნთქვისა და სხეულის კონტროლია საჭირო. კულინარიის მხრივ ამ დღეს დაბადებულებს თავიანთი ნიჭისა და წარმოსახვის გამომჟღავნება არ აწყენთ. თავდაჯერებულობასა და ემოციურ მდგრადობას მათ სიყვარული და სექსუალური დაკმაყოფილება მოუტანს.რჩევა:გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენთვის სასარგებლო იქნება. ემოციური არამდგრადობის გამო თავი არ უნდა დაიკნინოთ. თავი ობიექტურად შეაფასეთ; მოუსმინეთ მოსაზრებებს თქვენ შესახებ, თქვენს ხასიათზე, ბუნებაზე. გააკონტროლეთ ემოციები, იყავით მშვიდად და თავი ხელში აიყვანეთ ნებისმიერ სიტუაციაში.
https://sputnik-georgia.com/20210121/merwyuli-zogadi-daxasiaTeba-250655076.html
https://sputnik-georgia.com/20221212/2023-weli-cinuri-kalendrit-272955828.html
https://sputnik-georgia.com/20230103/rogori-simtvrale-aqvs-zodiaqos-nisnebs-273633845.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23889/35/238893571_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_090d3b0e0e9bbc05814ff6be74bf26db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
22 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 22 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
ამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან – 21 იანვარი – 19 თებერვალი.
21 იანვარი – 31 იანვარი მერწყულის ნიშნის პირველი დეკადაა.
ამ პერიოდში დაბადებულებს ვენერა მფარველობს. ეს ადამიანები მორცხვი და დელიკატური არიან.
მნიშვნელოვანი წლებია: 12, 22, 32, 42, 52.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ნეგო (უკვდავა).
ისინი ყოველთვის ელეგანტურნი და მშვენიერნი არიან. მათგან ენერგია უწყვეტად მოედინება, მათ ოპტიმიზმს კი საზღვრები არა აქვს. მათში ჩადებულია მძლავრი ცხოვრებისეული პოტენციალი, ამიტომ იოლად წყვეტენ დავებს, საქმეებს, ლახავენ ბარიერებს. აქვთ მშვიდობისმოყვარე და მხიარული ხასიათი, ამით გარშემომყოფებს თავის მიმართ სიმპათიით განაწყობენ.
22 იანვარს დაბადებულები დიდი ნებისყოფით, სიმამაცით, თავდადებით გამოირჩევიან, არიან აქტიური და თავდაჯერებული, ამაყი და დამოუკიდებელი ადამიანები. როგორც წესი, მარტო მოქმედებენ, არ ახასიათებთ დახმარების თხოვნა და ვინმეს მხარდაჭერის დალოდება. თავიანთი მიზანსწრაფულობის წყალობით ბევრს აღწევენ ცხოვრებაში.
აქვთ მრავალფეროვანი ინტერესები, ამიტომ ნიჭს ამჟღავნებენ ლიტერატურაშიც, თეატრალურ საქმიანობაშიცა და მეცნიერების სფეროებშიც. ოჯახში, როგორც წესი, ყველაფერი კარგად აქვთ, მათი ფინანსური მხარე სტაბილურია.
22 იანვარს დაბადებულები გარშემომყოფებში წინააღმდეგობებით სავსე გრძნობებს ბადებენ: მათი ენერგია ზოგს იზიდავს, ზოგს კი - აღიზიანებს. ისინი მიჩვეული არიან საკუთარი ინდივიდუალობის დემონსტრირებას, იმპულსურობის შეკავება უჭირთ როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ურთიერთობებში.
მათ შეუძლიათ სახალხოდ თავშეკავებული იყვნენ, მაგრამ პირად ცხოვრებაში თავის კონტროლზე „მუხრუჭები" მთლიანად მიუშვან. ზოგიერთი აგრესიას ვერც სამსახურში თოკავს. ამიტომ მათი მთავარი მტერი ემოციურობაა, რომლის კონტროლიც უნდა ისწავლონ. როდესაც ამ დღეს დაბადებულებში შესაძლო „აფეთქება" მწიფდება, ახლობლები უკან იხევენ, რადგან მისი მრისხანების ეპიცენტრში არ უნდათ მოხვედრა, ამ დროს წინა პლანზე გამოდის ამ ადამიანების არა ემოციური სიმდიდრე, არამედ ემოციური გაუწონასწორებლობა.
ამ დღეს დაბადებულთა პროფესიული ცხოვრება ახალი ცოდნითა და ტექნოლოგიებით არის სავსე, რადგან უყვართ თანამედროვე ტენდენციებისთვის ფეხის აწყობა და კარგად გააზრებული კურსით სვლა. ასევე ვერ უსაყვედურებ მათ, რომ პროფესიულ ცხოვრებაში აკლიათ შემოქმედებითი მხარე, ენერგია და ორიგინალობა; ისინი მუდმივად ავითარებენ თავიანთ უნარებს და ხვეწენ ოსტატობას. მათ არასდროს ემუქრებათ სხვა ადამიანების ხელში მარიონეტებად ქცევა - ეს, უბრალოდ, შეუძლებელია.
ამ დღეს დაბადებული განვითარებული პიროვნებები სრულყოფილებისკენ სწრაფვასთან ერთად, დღითიდღე ხვეწენ საკუთარ ინტუიციას, ძალას, ამტანობას. ამას თანდათან ემატება კომუნიკაბელურობის სრულყოფა, სხვისი მოსაზრებებისადმი თმენის უნარის განვითარება, კომპრომისების სწავლა, სხვებთან ერთად საკითხების განხილვა.
ამ დღეს დაბადებულები ხშირად ვარდებიან დეპრესიაში და აქედან გამოსვლაში მათ საკუთარი თავის ღრმად შეცნობა, შესაძლებლობების ობიექტური შეფასება დაეხმარება.
მათთვის ყველაზე საუკეთესოა ძალთა კონცენტრაცია ერთ საქმეზე და აღებული კურსით თანდათანობით წინსვლა. როდესაც მუშაობის პროცესში დადებით შედეგებს აღწევენ, 22 იანვარს დაბადებულები ემოციურად იმდენად იმუხტებიან, რომ შეუძლიათ საქმეს ავნონ. ამ პრობლების გადაწყვეტა ემოციების გარკვეული „განმუხტვა" იქნებოდა – ემოციურობის პიკის მომენტებში ისეთი წერტილის, მექანიზმის მოძებნა, რომელიც ამ მუხტს არა დათრგუნავს, რაც სასურველ სიმშვიდეს არ მოიტანს, არამედ გახსნის და გარეთ გამოსვლის საშუალებას მისცემს.
22 იანვარს დაბადებულების ჯანმრთელობას, პირველ რიგში, ემოციები ვნებს. მათ ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპია წაადგებათ. ამ ადამიანებისთვის სასარგებლოა ყველანაირი ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით ეფექტური იქნება იოგა, რომელშიც სუნთქვისა და სხეულის კონტროლია საჭირო. კულინარიის მხრივ ამ დღეს დაბადებულებს თავიანთი ნიჭისა და წარმოსახვის გამომჟღავნება არ აწყენთ. თავდაჯერებულობასა და ემოციურ მდგრადობას მათ სიყვარული და სექსუალური დაკმაყოფილება მოუტანს.
გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენთვის სასარგებლო იქნება. ემოციური არამდგრადობის გამო თავი არ უნდა დაიკნინოთ. თავი ობიექტურად შეაფასეთ; მოუსმინეთ მოსაზრებებს თქვენ შესახებ, თქვენს ხასიათზე, ბუნებაზე. გააკონტროლეთ ემოციები, იყავით მშვიდად და თავი ხელში აიყვანეთ ნებისმიერ სიტუაციაში.