https://sputnik-georgia.com/20230120/tragedia-sagarejosi-sss-policielis-ojaxs-usamzimrebs-274093285.html
ტრაგედია საგარეჯოში - შსს დაღუპული პოლიციელის ოჯახს უსამძიმრებს
ტრაგედია საგარეჯოში - შსს დაღუპული პოლიციელის ოჯახს უსამძიმრებს
Sputnik საქართველო
მასმედიის ინფორმაციით, პოლიციელი იმ დროს დაიღუპა, როდესაც ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა. 20.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-20T12:02+0400
2023-01-20T12:02+0400
2023-01-20T16:21+0400
შემთხვევები საქართველოში
კახეთი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458098_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_84cb0d54c3542c5ae7966c041eb4d884.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უფროსი ლეიტენანტის ოთარ ღვინიაშვილის გარდაცვალების გამო, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობა საგარეჯოში სროლის დროს მიიღო, და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს, კოლეგებსა და ნათესავებს.გამოძიების მონაცემებით, 48 წლის მამაკაცმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, შემდეგ – ადგილზე მისულ შსს-ს თანამშრომლებს. ოფიციალური მონაცემებით, გარდაიცვალა ხუთი, მათ შორის ერთი პოლიციელი, და დაიჭრა ხუთი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან. დაიღუპა თავად მსროლელიც – მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.შსს-ში განაცხადეს, რომ 38 წლის ოთარ ღვინიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი საგარეჯოში ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.თავდამსხმელმა პოლიციელებს თავისი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.სროლა საგარეჯოში: როგორია დაჭრილების მდგომარეობა>>მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ღვინიაშვილმა სასიკვდილო ჭრილობა მაშინ მიიღო, როდესაც ერთ-ერთი მოქალაქე გადაარჩინა – მას თავისი სხეულით გადაეფარა.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის ორი მუხლით - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება.რაც შეეხება დამნაშავეს, ცნობილია, რომ ის საქართველოს თავდაცვის ძალებში 2006-2021 წლებში მსახურობდა. იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა.მასმედიის წარმომადგენლებმა გაარკვიეს, რომ მსროლელი ნოდარ ათუაშვილია. იმ ბინაში, რომლის აივნიდანაც ისროდა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
კახეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458098_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_9acc758ccf85d7c399012a41376998b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, კახეთი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში, კახეთი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ტრაგედია საგარეჯოში - შსს დაღუპული პოლიციელის ოჯახს უსამძიმრებს
12:02 20.01.2023 (განახლებულია: 16:21 20.01.2023) მასმედიის ინფორმაციით, პოლიციელი იმ დროს დაიღუპა, როდესაც ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უფროსი ლეიტენანტის ოთარ ღვინიაშვილის გარდაცვალების გამო, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობა საგარეჯოში სროლის დროს მიიღო, და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს, კოლეგებსა და ნათესავებს.
გამოძიების მონაცემებით, 48 წლის მამაკაცმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, შემდეგ – ადგილზე მისულ შსს-ს თანამშრომლებს. ოფიციალური მონაცემებით, გარდაიცვალა ხუთი, მათ შორის ერთი პოლიციელი, და დაიჭრა ხუთი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან. დაიღუპა თავად მსროლელიც – მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
შსს-ში
განაცხადეს, რომ 38 წლის ოთარ ღვინიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი საგარეჯოში ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.
თავდამსხმელმა პოლიციელებს თავისი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ღვინიაშვილმა სასიკვდილო ჭრილობა მაშინ მიიღო, როდესაც ერთ-ერთი მოქალაქე გადაარჩინა – მას თავისი სხეულით გადაეფარა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის ორი მუხლით - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება.
რაც შეეხება დამნაშავეს, ცნობილია, რომ ის საქართველოს თავდაცვის ძალებში 2006-2021 წლებში მსახურობდა. იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა.
მასმედიის წარმომადგენლებმა გაარკვიეს, რომ მსროლელი ნოდარ ათუაშვილია. იმ ბინაში, რომლის აივნიდანაც ისროდა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.