https://sputnik-georgia.com/20230120/srola-sagarejoshi-rogoria-dachrilebis-mdgomareoba-274091057.html
სროლა საგარეჯოში: როგორია დაჭრილების მდგომარეობა
სროლა საგარეჯოში: როგორია დაჭრილების მდგომარეობა
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 20.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-20T10:37+0400
2023-01-20T10:37+0400
2023-01-20T15:53+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/31/248183184_82:108:2610:1530_1920x0_80_0_0_358e8c3307da268116393b2ebfed39b2.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან სროლის შედეგად დაჭრილთა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, განაცხადა კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმმა მამუკა ოთიაშვილმა.გამოძიების ინფორმაციით, 48 წლის მამაკაცმა ბინის აივნიდან ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი, ხუთი დაშავებული პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდა ამისა, გარდაცვლილია თავად დამნაშავე – სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.მისი თქმით, ერთი პაციენტი, რომელსაც თვალის ზედაპირული დაზიანება ჰქონდა, თბილისშია გადაყვანილი.ვახტანგ გომელაური: საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულებულია>>>კლინიკაში შეყვანილ ყველა პირს აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები მუცლისა და ფეხის არეში.ბრალდებული 2006 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა. იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში.მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული პირი ნოდარ ათუაშვილია, რომელიც აღნიშნულ ბინაში ბოლო ხუთი წელი ცხოვრობდა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/31/248183184_414:132:2278:1530_1920x0_80_0_0_f12a989f28985bd0625e95fa90a90c8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სროლა საგარეჯოში: როგორია დაჭრილების მდგომარეობა
10:37 20.01.2023 (განახლებულია: 15:53 20.01.2023) გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან სროლის შედეგად დაჭრილთა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, განაცხადა კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმმა მამუკა ოთიაშვილმა.
გამოძიების ინფორმაციით, 48 წლის მამაკაცმა ბინის აივნიდან ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი, ხუთი დაშავებული პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდა ამისა, გარდაცვლილია თავად დამნაშავე – სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.
„ხუთი ავადმყოფის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილურად მძიმე. შედარებით მძიმეა ერთის მდგომარეობა, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. სამ პაციენტს ჩაუტარდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება და ყველა მათგანი სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება", – განაცხადა ოთიაშვილმა.
მისი თქმით, ერთი პაციენტი, რომელსაც თვალის ზედაპირული დაზიანება ჰქონდა, თბილისშია გადაყვანილი.
კლინიკაში შეყვანილ ყველა პირს აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები მუცლისა და ფეხის არეში.
ბრალდებული 2006 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა. იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული პირი ნოდარ ათუაშვილია, რომელიც აღნიშნულ ბინაში ბოლო ხუთი წელი ცხოვრობდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.