ვახტანგ გომელაური: საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, რა მოტივი ამოძრავებდა ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულებულია, სროლის შედეგად ხუთი ადამიანია დაღუპული, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ადგილზე იმყოფება.
გომელაურის თქმით, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, ავღანეთის მისიის მონაწილე 48 წლის ნ.ა.-მ, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავის სრულწლოვან ვაჟთან ერთად იმყოფებოდა, აივნიდან ავტომატით სროლა ატეხა. ამ დროს ნ.ა.-ს შვილმა სახლი დატოვა. სახლის ეზოში იმყოფებოდნენ ადამიანები და ნ.ა.-მ სწორედ მათი მისამართით ისროლა. სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შსს-ს თანამშრომელი. ასევე დაიჭრა ხუთი ადამიანი, აქედან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, განაცხადა მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა მსროლელს მოუწოდეს, შეეწყვიტა სროლა, მაგრამ მან მათი მისამართითაც განაგრძო სროლა. როდესაც სპეცრაზმი ნ.ა.-ს ბინაში შევიდა, სროლა უკვე შეწყვეტილი იყო, ხოლო მსროლელი გარდაცვლილი დახვდათ. მან თავი მოიკლა.
გომელაურის თქმით, ნ.ა. ყოფილი სამხედრო პირია, ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა 2021 წლამდე. მინისტრს არ დაუზუსტებია, რა მიზეზით დატოვა ნ.ა.-მ თავდაცვის სამინისტრო. ასევე მინისტრს არ აქვს ჯერ პასუხი კითხვაზე, თუ რა მოტივი ამოძრავებდა დამნაშავეს ან საიდან ჰქონდა ავტომატი და ხელყუმბარები, რომლებიც სპეცრაზმელებმა ადგილზე აღმოაჩინეს.
მინისტრის თქმით, გამნაღმველებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს. სპეცოპერაცია დასრულებულია.
საგარეჯოს საავადმყოფოს მიმდებარე ტერირორიაზე მამაკაცმა აივნიდან სროლა 20 იანვარს ღამის 01:10 საათზე ატეხა. სროლა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და მიმდებარე სოფლებშიც კი ისმოდა.
ყველა ახალი ამბავი
0