სროლა საგარეჯოში: ინფორმაცია დაჭრილების და დაღუპულების შესახებ

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ხუთი ადამიანი. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში სროლის შედეგად ხუთი ადამიანია დაჭრილი, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა, განაცხადა საგარეჯოს საავადმყოფოს ექიმმა.
მისი ინფორმაციით, კლინიკაში შეიყვანეს ექვსი ადამიანი, აქედან ერთი გარდაცვლილია (პოლიციის თანამშრომელი), ერთი პირი მძიმე მდგომარეობაშია და ის თბილისში გადაიყვანეს. ოთხი დაჭრილი საგარეჯოს კლინიკაში რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და მას ოპერაცია ჩაუტარდება. ყველა დაშავებულს აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები.
მედია: საგარეჯოში მსროლელმა თავი მოიკლა >>
ექიმის თქმით, დაჭრილები აცხადებენ, რომ მამაკაცმა გამვლელების მისამართით აივნიდან სროლა ატეხა.
რაც შეეხება დაღუპულებს, საგარეჯოს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსი ზაზა ქვლივიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი. „მთავარი არხი“ ავრცელებს ინფორმაციას ექვსი დაღუპულის შესახებ.
სროლა საგარეჯოში: შსს-ს განცხადება >>
შსს-ს დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
ყველა ახალი ამბავი
0