მასმედია: საგარეჯოში მსროლელმა თავი მოიკლა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
გამოწერა
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. მამაკაცმა, რომელმაც საგარეჯოში სროლა ატეხა და რამდენიმე ადამიანი მოკლა, თავი აიფეთქა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
ინფორმაცია საგარეჯოში სროლის და მოკლულების შესახებ ერთი საათის წინ საგარეჯოს საავადმყოფოს ექიმმა ლეილა ოტიაშვილმა გაავრცელა. ინციდენტი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება.
შემზარავ ინფორმაციას ავრცელებენ სოციალურ ქსელებში საგარეჯოს მცხოვრებლებიც. სროლის ხმა მიმდებარე სოფლებშიც კი ისმოდა.
საგარეჯოში სროლა ისმის, არიან მოკლულები და დაჭრილები >>
თვითმხილველის თქმით, მამაკაცმა, რომელიც წარსულში სამხედრო მოსამსახურე იყო, აივნიდან ავტომატით რამდენიმე ადამიანი მოკლა, შემდეგ დახოცა საკუთარი ცოლ-შვილი და თავი მოიკლა.
ლეილა ოტიაშვილის ინფორმაციით, მოკლულია ოთხი ადამიანი, შსს-მ დაადასტურა, რომ არიან მოკლულები და დაჭრილები, თუმცა დაღუპულების რაოდენობას არ აკონკრეტებს. ცნობილია, რომ გარდაცვლილია შსს-ს თანამშრომელი.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფებია მობილიზებული, ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.
ყველა ახალი ამბავი
0