საგარეჯოში სროლა ისმის, არიან მოკლულები და დაჭრილები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია ოთხი ადამიანი.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში, ცენტრალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა ისმის, არიან მოკლულები და დაჭრილები. ინფორმაცია სოციალურ ქსელში საავადმყოფოს ექიმმა ლეილა ოტიაშვილმა გაავრცელა.
მისი თქმით, საგარეჯოს საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულზე გამაგრებულია ტერორისტი, რომელიც რამდენიმე საათია ავტომატური იარაღიდან ისვრის მიზანმიმართულად.

„მოკლულია ერთი პოლიციელი, ორი უმძიმეს მდგომარეობაშია. კორპუსის ეზოში სამი გვამია, რომელიც ვერ გამოაქვთ, ადგილზე მისული სასწრაფოს მედპერსონალი ძლივს გადაურჩა სასიკვდილო სროლას. პოლიცია მობილიზებულია, მაგრამ ტერორისტის ლიკვიდაცია ამ წუთამდე ვერ მოხერხდა. მოჰყავთ ბევრი დაჭრილი. სამედიცინო პერსონალი შოკში ვართ, სროლის ხმა ყველა მხრიდან ისმის“, – დაწერა ოტიაშვილმა.

საგარეჯოში მსროლელის დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0