სროლა საგარეჯოში: შსს-ს განცხადება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
გამოწერა
შსს-ს ინფორმაციით, მოკლულია რამდენიმე ადამიანი, არიან დაჭრილები.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.
ინფორმაცია საგარეჯოში სროლის და მოკლულების შესახებ ერთი საათის წინ საგარეჯოს საავადმყოფოს ექიმმა ლეილა ოტიაშვილმა გაავრცელა. ინციდენტი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება.

პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფები არიან მობილიზებული და ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.
შსს სპეციალური ოპერაციის დეტალების შესახებ და ასევე დაჭრილებისა და გარდაცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
ყველა ახალი ამბავი
0