https://sputnik-georgia.com/20230120/derefnis-aqtualoba-saqartvelos-gavlit-gaizarda-ra-ganixiles-davossi-274107655.html
საქართველოს გავლით დერეფნის აქტუალობა გაიზარდა - რა განიხილეს დავოსში
საქართველოს გავლით დერეფნის აქტუალობა გაიზარდა - რა განიხილეს დავოსში
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა დავოსში ქვეყნის პოტენციალი და ინფრასტრუქტურული გეგმები წარადგინა. 20.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-20T17:55+0400
2023-01-20T17:55+0400
2023-01-20T22:19+0400
პოლიტიკა
ეკონომიკა
საქართველო
ახალი ამბები
დავოსის ეკონომიკური ფორუმი
აზერბაიჯანი
სომხეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/14/274105576_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_7cb751b0a34494d7bd0a598ac6613b1f.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს საქართველოს მეშვეობით აკავშირებს, უფრო მიმზიდველი ხდება უკრაინაში ბოლო მოვლენების ფონზე – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები დავოსში.ქართული დელეგაცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს, რომლის ფარგლებში ინტენსიური შეხვედრები იმართება როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე მსხვილ საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებთან.გარდა ამისა, პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიებში, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი იყო დისკუსია თემაზე „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“.მნიშვნელოვან ეტაპად იქცა შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელისა და ევროპაში დამატებითი ენერგორესურსების მიწოდების თემის განხილვა.„დრომ გამოსცადა“ - ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე ისაუბრა>>ევრაზიის შუა დერეფანი კიდევ უფრო აქტუალური გახდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ. ევროპის ქვეყნებს გაუჩნდათ ალტერნატიული გზების აუცილებლობა არა მხოლოდ ენერგორესურსების, არამედ სხვა ტვირთების მიწოდების კუთხით. შუა დერეფანს ამ ყველაფრის უზრუნველყოფა შეუძლია. სწორედ ამ, მათ შორის საქართველოს, პოტენციალზე ამ მიმართულებით იყო საუბარი პანელურ დისკუსიაზე.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ქვეყნის პრემიერმა წარადგინა ის პოტენციალი და ის ინფრასტრუქტურული გეგმები, რომლებიც საქართველოს გააჩნია და რასაც შეუძლია თავისი როლის შესრულება ენერგეტიკის სტაბილურობასა და გეოპოლიტიკურ სიტუაციაში.ასევე ფორუმის მსვლელობისას იყო საუბარი საქართველოს, როგორც მედიატორის მნიშვნელოვან როლზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში.საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სწორედ ამ დისკუსიების ფარგლებში გაჟღერდა მშვიდობიანი მოლაპარაკებების შესახებ მოწოდება.საქართველო გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ამ პროცესში, რადგან ეს ემსახურება მშვიდობის დამყარებისა და სტაბილურობის მიღწევას ჩვენს რეგიონში, განაცხადა დარჩიაშვილმა.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დავოსში შეხვედრები გაიმართა წამყვან კომპანიებთან.დავოსში ქართული დელეგაცია მსხვილ კომპანიებს ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს აცნობს>>„თითოეულმა კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობის დაინტერესება გამოთქვა... პირადი შეხვედრები, ვფიქრობ, განსაკუთრებით სასარგებლოა და აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, რომელიც უკვე ინვესტიციებში აისახება“, – განაცხადა დავითაშვილმა.ფორუმი დავოსში (World Economic Forum) ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. აქ იკრიბებიან სახელმწიფოს მეთაურები და უდიდესი კომპანიების წარმომადგენლები. სწორედ ეს ფორუმია ადგილი, სადაც იწყება მოლაპარაკებები შემდგომ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, თანხმდებიან კრედიტების გაცემაზე და იზიდავენ ინვესტიციებს.ფორუმის დამაარსებელი და წამყვანია ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი კლაუს შვაბი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/14/274105576_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_c4b1eb24ed8f3ccb287e2679e32c5681.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველო, ახალი ამბები, დავოსის ეკონომიკური ფორუმი, აზერბაიჯანი, სომხეთი
პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველო, ახალი ამბები, დავოსის ეკონომიკური ფორუმი, აზერბაიჯანი, სომხეთი
საქართველოს გავლით დერეფნის აქტუალობა გაიზარდა - რა განიხილეს დავოსში
17:55 20.01.2023 (განახლებულია: 22:19 20.01.2023) საქართველოს პრემიერმა დავოსში ქვეყნის პოტენციალი და ინფრასტრუქტურული გეგმები წარადგინა.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს საქართველოს მეშვეობით აკავშირებს, უფრო მიმზიდველი ხდება უკრაინაში ბოლო მოვლენების ფონზე – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები დავოსში.
ქართული დელეგაცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს, რომლის ფარგლებში ინტენსიური შეხვედრები იმართება როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე მსხვილ საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებთან.
გარდა ამისა, პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიებში, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი იყო დისკუსია თემაზე „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“.
მნიშვნელოვან ეტაპად იქცა შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელისა და ევროპაში დამატებითი ენერგორესურსების მიწოდების თემის განხილვა.
ევრაზიის შუა დერეფანი კიდევ უფრო აქტუალური გახდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ. ევროპის ქვეყნებს გაუჩნდათ ალტერნატიული გზების აუცილებლობა არა მხოლოდ ენერგორესურსების, არამედ სხვა ტვირთების მიწოდების კუთხით. შუა დერეფანს ამ ყველაფრის უზრუნველყოფა შეუძლია. სწორედ ამ, მათ შორის საქართველოს, პოტენციალზე ამ მიმართულებით იყო საუბარი პანელურ დისკუსიაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ქვეყნის პრემიერმა წარადგინა ის პოტენციალი და ის ინფრასტრუქტურული გეგმები, რომლებიც საქართველოს გააჩნია და რასაც შეუძლია თავისი როლის შესრულება ენერგეტიკის სტაბილურობასა და გეოპოლიტიკურ სიტუაციაში.
ასევე ფორუმის მსვლელობისას იყო საუბარი საქართველოს, როგორც მედიატორის მნიშვნელოვან როლზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში.
„საქართველოს როლი, როგორც მედიატორისა აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მნიშვნელოვანია. ალიევმა გამოხატა პოზიტიური დამოკიდებულება და მადლობა გადაუხადა პრემიერს მისი უშუალო ძალისხმევისთვის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სწორედ ამ დისკუსიების ფარგლებში გაჟღერდა მშვიდობიანი მოლაპარაკებების შესახებ მოწოდება.
საქართველო გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ამ პროცესში, რადგან ეს ემსახურება მშვიდობის დამყარებისა და სტაბილურობის მიღწევას ჩვენს რეგიონში, განაცხადა დარჩიაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დავოსში შეხვედრები გაიმართა წამყვან კომპანიებთან.
„თითოეულმა კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობის დაინტერესება გამოთქვა... პირადი შეხვედრები, ვფიქრობ, განსაკუთრებით სასარგებლოა და აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, რომელიც უკვე ინვესტიციებში აისახება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ფორუმი დავოსში (World Economic Forum) ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. აქ იკრიბებიან სახელმწიფოს მეთაურები და უდიდესი კომპანიების წარმომადგენლები. სწორედ ეს ფორუმია ადგილი, სადაც იწყება მოლაპარაკებები შემდგომ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, თანხმდებიან კრედიტების გაცემაზე და იზიდავენ ინვესტიციებს.
ფორუმის დამაარსებელი და წამყვანია ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი კლაუს შვაბი.