https://sputnik-georgia.com/20230118/davosshi-qartuli-delegacia-kompaniebs-sainvesticio-garemos-acnobs-274021736.html
დავოსში ქართული დელეგაცია მსხვილ კომპანიებს ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს აცნობს
დავოსში ქართული დელეგაცია მსხვილ კომპანიებს ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს აცნობს
Sputnik საქართველო
განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო გადამზიდი კომპანიების დაინტერესება ცენტრალური დერეფნით, აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 18.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-18T10:45+0400
2023-01-18T10:45+0400
2023-01-18T16:08+0400
საქართველო
ეკონომიკა
დავოსის ეკონომიკური ფორუმი
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/11/274013016_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_82156fc55c69aa2e7ff82cb5fbff05d7.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც 2023 წელს პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოში ინვესტირების კუთხით, საკმაოდ ბევრია, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც ინვესტორ-კომპანიებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს.ინვესტორებთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრებისას იმსჯელეს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, იმ გეოგრაფიულ შესაძლებლობაზე, რაც საქართველოს გააჩნია.“განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო მოვლენების ფონზე საერთაშორისო გადამზიდი კომპანიების დაინტერესება ცენტრალური დერეფნით”, – აღნიშნა დავითაშვილმა.ამასთან, მხარეებმა განიხილეს ძირითადი სტრატეგიული პროექტები, რომლებიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს. ასევე ენერგეტიკის, სტუმართმოყვარეობის და სხვა სფეროები, სადაც საქართველოს მართლაც გამორჩეული პოტენციალი აქვს.ევროკავშირი ევროპიდან საქართველოში შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანას დააფინანსებს>>>მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საქართველოსა და ევროპას შორის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი.“ამაზე ევროკავშირის ხელმძღვანელმაც, პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც ისაუბრა. საუბარია ახალ დამაკავშირებელ ელექტროკაბელზე, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემას ევროპასთან პირდაპირ დააკავშირებს, და შესაძლებლობებზე, რომელიც საინვესტიციო კუთხით ჩნდება”, – განაცხადა დავითაშვილმა.2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს.შეთანხმების ფარგლებში ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას.პროექტის განხორციელების შემთხვევაში 1195 კმ სიგრძის 1000 მეგავატიანი კაბელი საქართველოს დააკავშირებს აღმოსავლეთ ბალკანეთთან, რაც სამხრეთ კავკასიასა და ევროპას საშუალებას მისცემს ისარგებლონ გაზრდილი საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის იმპორტი ენერგობაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/11/274013016_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_dacaae53fdccfce1e9b3d201758f4cab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, დავოსის ეკონომიკური ფორუმი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, დავოსის ეკონომიკური ფორუმი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
დავოსში ქართული დელეგაცია მსხვილ კომპანიებს ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს აცნობს
10:45 18.01.2023 (განახლებულია: 16:08 18.01.2023) განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო გადამზიდი კომპანიების დაინტერესება ცენტრალური დერეფნით, აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც 2023 წელს პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოში ინვესტირების კუთხით, საკმაოდ ბევრია, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც ინვესტორ-კომპანიებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს.
“განვიხილეთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები ბევრ დაინტერესებულ კომპანიასთან, რომლებიც საქართველოში წარმატებით მუშაობენ და აქვთ შესაძლებლობა გააფართოვონ საინვესტიციო პროექტები; ასევე იმ კომპანიებთან, რომლებიც ჯერ არ არიან წარმოდგენილი რეგიონში“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ინვესტორებთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრებისას იმსჯელეს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, იმ გეოგრაფიულ შესაძლებლობაზე, რაც საქართველოს გააჩნია.
“განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო მოვლენების ფონზე საერთაშორისო გადამზიდი კომპანიების დაინტერესება ცენტრალური დერეფნით”, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ამასთან, მხარეებმა განიხილეს ძირითადი სტრატეგიული პროექტები, რომლებიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს. ასევე ენერგეტიკის, სტუმართმოყვარეობის და სხვა სფეროები, სადაც საქართველოს მართლაც გამორჩეული პოტენციალი აქვს.
მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საქართველოსა და ევროპას შორის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი.
“ამაზე ევროკავშირის ხელმძღვანელმაც, პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც ისაუბრა. საუბარია ახალ დამაკავშირებელ ელექტროკაბელზე, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემას ევროპასთან პირდაპირ დააკავშირებს, და შესაძლებლობებზე, რომელიც საინვესტიციო კუთხით ჩნდება”, – განაცხადა დავითაშვილმა.
2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს.
შეთანხმების ფარგლებში ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში 1195 კმ სიგრძის 1000 მეგავატიანი კაბელი საქართველოს დააკავშირებს აღმოსავლეთ ბალკანეთთან, რაც სამხრეთ კავკასიასა და ევროპას საშუალებას მისცემს ისარგებლონ გაზრდილი საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის იმპორტი ენერგობაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ.