https://sputnik-georgia.com/20230119/drom-gamoscada-irakli-raribasvilma-azerbaijantan-urtiertobaze-isaubra-274079649.html
„დრომ გამოსცადა“ - ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე ისაუბრა
„დრომ გამოსცადა“ - ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილმა ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 19.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-19T22:06+0400
2023-01-19T22:06+0400
2023-01-19T22:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
აზერბაიჯანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/13/274077906_137:0:1858:968_1920x0_80_0_0_dfb1c055e4af9f342f75ad589e4150f5.jpg
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივად განახორციელეს ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული პროექტები და ქვეყნებს შორის ურთიერთობები დრომ გამოსცადა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) პლენარულ დისკუსიაზე.ქართული დელეგაცია ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში დავოსში, რომლის ფარგლებშიც ატარებს ინტენსიურ შეხვედრებს როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებთან.ღარიბაშვილის თქმით, ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მაღალ დონეზეა. მან ასევე ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება, რაც ბაქო–თბილისი–ყარსის გამტარიანობის 25 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას შექმნის.რკინიგზა ბაქო–თბილისი–ყარსი – სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს აერთიანებს. მისი საერთო სიგრძე 826 კილომეტრია. ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა.2021 წელს ტვირთზიდვების მოცულობამ ამ სარკინიგზო მაგისტრალზე 476,9 ათასი ტონა შეადგინა.საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,9%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/13/274077906_352:0:1643:968_1920x0_80_0_0_c1dd00f40037fdb279cee3bcc260c809.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, აზერბაიჯანი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, აზერბაიჯანი
„დრომ გამოსცადა“ - ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე ისაუბრა
22:06 19.01.2023 (განახლებულია: 22:47 19.01.2023) ღარიბაშვილმა ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივად განახორციელეს ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული პროექტები და ქვეყნებს შორის ურთიერთობები დრომ გამოსცადა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) პლენარულ დისკუსიაზე.
ქართული დელეგაცია ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში დავოსში, რომლის ფარგლებშიც ატარებს ინტენსიურ შეხვედრებს როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებთან.
ღარიბაშვილის თქმით, ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მაღალ დონეზეა. მან ასევე ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება, რაც ბაქო–თბილისი–ყარსის გამტარიანობის 25 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას შექმნის.
„ახლა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან. რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად და ეს პროექტი მზად იქნება 2024 წელს“, – განაცხადა პრემიერმა.
რკინიგზა ბაქო–თბილისი–ყარსი – სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს აერთიანებს. მისი საერთო სიგრძე 826 კილომეტრია. ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა.
2021 წელს ტვირთზიდვების მოცულობამ ამ სარკინიგზო მაგისტრალზე 476,9 ათასი ტონა შეადგინა.
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,9%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.