დასავლეთ საქართველოში სტიქიის მიერ მიყენებული ზარალი 20 მლნ ლარს აღწევს

© courtesy of Samegrelo-Zemo Svaneti regionსტიქია სამეგრელოში
სტიქია სამეგრელოში - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გამოწერა
უამინდობის დროს დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონში მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები, რათა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებისთვის დახმარება გაეწიათ.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს სამ რეგიონში – სამეგრელო–ზემო სვანეთში, გურიასა და იმერეთში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 20 მლნ ლარს მიაღწია.
გასულ კვირაში დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ოთხი დღის განმავლობაში ძლიერი ქარი ქროდა. ცალკეულ რაიონებში ქარმა და თოვლმა სერიოზული პრობლემები შექმნა – მოგლეჯილი ხეები, ჩახერგილი გზები, დაზიანებული სახლის სახურავები, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა. დასავლეთ საქართველოში სტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
უამინდობით გამოწვეული რთული ვითარების გასაცნობად რეგიონებში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც გაემგზავრნენ.

„ჩვენი ვალდებულებაა ეს ზარალი აღმოვფხვრათ. არის რამდენიმე სახლი, რომელშიც ცხოვრება საშიშია. მუნიციპალიტეტებმა მოსახლეობა დროებითი ქირით გადაიყვანა, ვიდრე არ მოხდება მათი აღდგენა”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.

აღნიშნულ სამ რეგიონში ძლიერმა ქარმა ნაწილობრივ ან მთლიანად დააზიანა 4 ათასზე მეტი კერძო სახლის, 380-მდე მრავალსართულიანი შენობის და 200-მდე სახელმწიფო ობიექტის სახურავი.
მიუხედავად აღნიშნული ზარალისა, სახელმწიფოს მხრიდან არის მზადყოფნა, ზარალი სრულად ანაზღაურდეს. პრემიერ-მინისტრის დავალებით გამოყოფილია თანხები. იქნება კომპენსაციები, ასევე რიგ შემთხვევებში მოხდება დაზიანებული სახურავების მთლიანი აღდგენა”, – აღნიშნა ბარნაბიშვილმა.
ლანჩხუთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა>>>
სამეგრელოს შვიდ რაიონში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა დააზიანა. კერძოდ, დაზიანდა 2.839 კერძო სახლისა და 93 კორპუსის სახურავი. ქარიშხალმა 37 სკოლის, 16 საბავშვო ბაღის, 11 ადმინისტრაციული შენობის და ორი ამბულატორიის შენობა დააზიანა.
ამ დღეების განმავლობაში დაითვალეს ზარალი და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზარალის 90% დათვლილია, რაოდენობა ცნობილია. სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ შესაბამისი გეგმები და აქტივობები, რათა რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას შედეგები“, – განაცხადა სამეგრელოს გუბერნატორმა გიორგი გუგუჩიამ.
მისი თქმით, სამუშაოები სწრაფად და ეფექტურად უნდა განხორციელდეს, რათა მოსახლეობა მშვიდად იყოს.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრები იმერეთსა და გურიაშიც გამართეს.
დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში დაიწყება კომპენსაციების გაცემა. აქვე მინდა აღვნიშნო მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციების ძალიან სერიოზული მუშაობა, ყოველივე ამის სწორი მართვა და რეაგირება, შესაბამისად, ეფექტი სახეზეა. ამისთვის მათ მადლობა მინდა გადავუხადო, ცენტრალური ხელისუფლება მათ გვერდით არის“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, რომელიც საქართველოში 16 იანვარს განახლდა, დასავლეთ საქართველოს შვიდი სკოლის მოსწავლეები დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო გაკვეთილებზე დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ისინი სწავლას დისტანციურად აგრძელებენ. სხვა 60 სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში ძლიერი ქარის გამო სულ 67 საჯარო სკოლა დაზიანდა.
ყველა ახალი ამბავი
0