https://sputnik-georgia.com/20230113/lanchxutshi-stiqisa-msxverpli-mohyva-273895341.html
ლანჩხუთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა
ლანჩხუთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში მხოლოდ 15 იანვრიდან გამოიდარებს. 13.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-13T11:43+0400
2023-01-13T11:43+0400
2023-01-13T16:13+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0b/273843343_0:81:1024:657_1920x0_80_0_0_b3afdfcd03d2d688d6a8c22a3cc5f694.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ძლიერ ქარს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".შემთხვევა სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალზე მოხდა. ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც გზაზე მიმავალ ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღეა ძლიერი ქარი მძვინვარებს. გურიის რეგიონში ქარმა 100-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. დაზიანებულია სავაჭრო ობიექტები, პოლიციის შენობა და რამდენიმე საჯარო სკოლა. მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანა ათობით ავტომობილი. დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს>>>რეგიონის სოფლებისა და ქალაქების ნაწილში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა.მსგავსი მდგომარეობაა დასავლეთი საქართველოს სხვა რეგიონებშიც, სადაც ქარმა და თოვლმა სერიოზული პრობლემები შექმნა – მოგლეჯილი ხეები, ჩახერგილი გზები, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა.სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში მხოლოდ 15 იანვრიდან გამოიდარებს, მანამდე კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0b/273843343_22:0:1003:736_1920x0_80_0_0_6c300a32e275d87576deeac5e86987a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
ლანჩხუთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა
11:43 13.01.2023 (განახლებულია: 16:13 13.01.2023) სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში მხოლოდ 15 იანვრიდან გამოიდარებს.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ძლიერ ქარს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალზე მოხდა. ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც გზაზე მიმავალ ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღეა ძლიერი ქარი მძვინვარებს. გურიის რეგიონში ქარმა 100-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. დაზიანებულია სავაჭრო ობიექტები, პოლიციის შენობა და რამდენიმე საჯარო სკოლა. მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანა ათობით ავტომობილი.
რეგიონის სოფლებისა და ქალაქების ნაწილში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა.
მსგავსი მდგომარეობაა დასავლეთი საქართველოს სხვა რეგიონებშიც, სადაც ქარმა და თოვლმა სერიოზული პრობლემები შექმნა – მოგლეჯილი ხეები, ჩახერგილი გზები, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში მხოლოდ 15 იანვრიდან გამოიდარებს, მანამდე კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.