https://sputnik-georgia.com/20230113/dasavlet-saqartveloshi-stiqia-mzvinvarebs-273893412.html
დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს
დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსების პროგნოზებით, საქართველოში 15 იანვრიდან გამოიდარებს. 13.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-13T10:12+0400
2023-01-13T10:12+0400
2023-01-13T15:12+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0c/273860756_102:0:922:461_1920x0_80_0_0_94c609cce0016fd4d6a96b74add0d9e5.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მეექვსე დღეა ქვეყანაში უამინდობას ებრძვის. ცალკეულ რეგიონებში ქარმა და თოვლმა შექმნა სერიოზული პრობლემები – მოგლეჯილი ხეები, ჩახერგილი გზები, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა.იმერეთის რეგიონში ძლიერმა ქარმა 500-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, 135 სოფელს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება. წაქცეულმა ხეებმა ათობით ავტომობილი დააზიანა.სტიქიის შედეგად დაზიანდა მაგისტრალური გაზსადენი წყალტუბოს მიმართულებით, რის გამოც მოსახლეობის გაზმომარაგებას პრობლემები შეექმნა. გარდა ამისა, ქუთაისში 2,5 ათასი აბონენტი წყლის გარეშეა დარჩენილი.იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.სტიქიის გამო დიდია ზარალი გურიის რეგიონშიც. ძლიერმა ქარმა 100-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. დაზიანებულია სავაჭრო ობიექტები, პოლიციის შენობა და რამდენიმე საჯარო სკოლა. მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანა ათობით ავტომობილი.ქარიშხალი დასავლეთ საქართველოში: როგორ გრძნობენ თავს მიკროავტობუსის დაშავებული მგზავრები>>>გურიის სოფლებისა და ქალაქების ნაწილში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა.სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში უამინდობამ ასევე სერიოზული პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა ყველაზე მეტად ფოთის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტები დააზარალა. დაზიანებულია 600-ზე მეტი კერძო სახლისა და 35-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი. დაზიანებულია აგრეთვე საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, ამბულატორიებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავებიც.ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 100-მდე სოფელი, ელექტროგამანაწილებელი კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში მხოლოდ 15 იანვრიდან გამოიდარებს, მანამდე კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0c/273860756_204:0:819:461_1920x0_80_0_0_a2b42450485178a9dc673a9704f3c737.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს
10:12 13.01.2023 (განახლებულია: 15:12 13.01.2023) სინოპტიკოსების პროგნოზებით, საქართველოში 15 იანვრიდან გამოიდარებს.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მეექვსე დღეა ქვეყანაში უამინდობას ებრძვის. ცალკეულ რეგიონებში ქარმა და თოვლმა შექმნა სერიოზული პრობლემები – მოგლეჯილი ხეები, ჩახერგილი გზები, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა.
იმერეთის რეგიონში ძლიერმა ქარმა 500-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, 135 სოფელს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება. წაქცეულმა ხეებმა ათობით ავტომობილი დააზიანა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა მაგისტრალური გაზსადენი წყალტუბოს მიმართულებით, რის გამოც მოსახლეობის გაზმომარაგებას პრობლემები შეექმნა. გარდა ამისა, ქუთაისში 2,5 ათასი აბონენტი წყლის გარეშეა დარჩენილი.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
სტიქიის გამო დიდია ზარალი გურიის რეგიონშიც. ძლიერმა ქარმა 100-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. დაზიანებულია სავაჭრო ობიექტები, პოლიციის შენობა და რამდენიმე საჯარო სკოლა. მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანა ათობით ავტომობილი.
გურიის სოფლებისა და ქალაქების ნაწილში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა.
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში უამინდობამ ასევე სერიოზული პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა ყველაზე მეტად ფოთის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტები დააზარალა. დაზიანებულია 600-ზე მეტი კერძო სახლისა და 35-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი. დაზიანებულია აგრეთვე საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, ამბულატორიებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავებიც.
ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 100-მდე სოფელი, ელექტროგამანაწილებელი კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში მხოლოდ 15 იანვრიდან გამოიდარებს, მანამდე კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.