https://sputnik-georgia.com/20230117/vin-dgas-polonetis-seimis-rezoluciis-ukan-saakasvilze-274004357.html
ვინ დგას სააკაშვილის შესახებ პოლონეთის სეიმის რეზოლუციის უკან
ვინ დგას სააკაშვილის შესახებ პოლონეთის სეიმის რეზოლუციის უკან
Sputnik საქართველო
პოლონეთის სეიმმა გასულ კვირაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. 17.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-17T18:32+0400
2023-01-17T18:32+0400
2023-01-17T21:45+0400
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
პოლიტიკა
პოლონეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24562/66/245626659_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_f820fbdc964d8d5b0a1b9f6e0d3f1cf4.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოლონეთის სეიმის არამეგობრული რეზოლუციის უკან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ახლო მეგობარი, ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშევსკა დგას, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.პოლონეთის სეიმმა სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც შეშფოთება გამოხატა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს სამედიცინო რეკომენდაციებს – რომ აუცილებელია მისი მკურნალობა საზღვარგარეთ. სეიმმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიჰყვეს ჰუმანიზმის უნივერსალურ პრინციპებს, რომლის თანახმად ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმაღლესი ფასეულობაა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება იმის განმარტება, თუ ვინ არის ვანო მერაბიშვილი. და თუ ეს სჭირდება პოლონურ საზოგადოებას, მაშინ ფაქტების გამოყენებით შეგვიძლია ავხსნათ „რა კალიბრის კრიმინალთან გვაქვს საქმე და რისთვის იხდიდა ის სასჯელს“, დასძინა მან.„ასევე შეგვიძლია მათ მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გირგვლიანის და ძალიან ბევრ სხვა საქმეზე, სადაც ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ ფიგურირებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.საქართველოში ხელისუფლების შეცვლიდან ექვს თვეში, 2013 წლის მაისში მერაბიშვილი დააპატიმრეს. ის ციხიდან 2020 წლის თებერვალში გამოვიდა.„არ არსებობს დაზარალებული, არ არის საქმე“ – ადვოკატი მერაბიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე>>მერაბიშვილს ბრალი წაყენებული ჰქონდა ექვს რეზონანსულ საქმეზე. აქედან ხუთ საქმეზე მან სასჯელი მოიხადა და საერთო ჯამში საპატიმროში ექვსი წელი და ცხრა თვე გაატარა.ვანო მერაბიშვილი გაასამართლეს ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის, 2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე 2005 წელს სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის გამო და დამნაშავედ ცნეს 2006 წელს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივდაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მისი ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტი სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩართო, რომელთაგან ოთხი სასამართლოში უკვე დაიკითხა.საქართველოში პოლონეთის სეიმის რეზოლუციას ეხმაურებიან>>მათი დიაგნოზების თანახმად, სააკაშვილს ბევრი დაავადება აწუხებს, მათ შორის, პროგრესირებადი დემენცია, რომელიც ორგანიზმში მოხვედრილმა მძიმე ლითონებმა გამოიწვია. ასევე არის კუჭის კიბოს განვითარების რისკი. ექიმებმა მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთ გამოსავლად მისი საზღვარგარეთ მკურნალობა დაასახელეს, სადაც არის მაღალი კლასის დიაგნოსტიკური საშუალებები და ასეთი მძიმე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება.ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს.ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.„ხალხის ძალა": უნდათ სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება>>თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24562/66/245626659_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_031dbc82e38cbf3228e07817a0e5117d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, პოლიტიკა, პოლონეთი
მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, პოლიტიკა, პოლონეთი
ვინ დგას სააკაშვილის შესახებ პოლონეთის სეიმის რეზოლუციის უკან
18:32 17.01.2023 (განახლებულია: 21:45 17.01.2023) პოლონეთის სეიმმა გასულ კვირაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოლონეთის სეიმის არამეგობრული რეზოლუციის უკან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ახლო მეგობარი, ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშევსკა დგას, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
პოლონეთის სეიმმა სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც შეშფოთება გამოხატა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს სამედიცინო რეკომენდაციებს – რომ აუცილებელია მისი მკურნალობა საზღვარგარეთ. სეიმმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიჰყვეს ჰუმანიზმის უნივერსალურ პრინციპებს, რომლის თანახმად ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმაღლესი ფასეულობაა.
„ვწუხვარ, მაგრამ უნდა ჩაითვალოს, რომ პოლონეთის სეიმიდან გვაქვს არამეგობრული ჟესტი, თუმცა ამ ჟესტს აქვს ძალიან მარტივი ახსნა და გასაგები ხდება ყველაფერი, როდესაც ვხედავთ, რომ ამ არამეგობრული ჟესტის შესაბამისი რეზოლუციის უკან დგას მისი ავტორი – ბატონი ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი, ქალბატონი გოშევსკა“, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება იმის განმარტება, თუ ვინ არის ვანო მერაბიშვილი. და თუ ეს სჭირდება პოლონურ საზოგადოებას, მაშინ ფაქტების გამოყენებით შეგვიძლია ავხსნათ „რა კალიბრის კრიმინალთან გვაქვს საქმე და რისთვის იხდიდა ის სასჯელს“, დასძინა მან.
„ასევე შეგვიძლია მათ მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გირგვლიანის და ძალიან ბევრ სხვა საქმეზე, სადაც ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ ფიგურირებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
საქართველოში ხელისუფლების შეცვლიდან ექვს თვეში, 2013 წლის მაისში მერაბიშვილი დააპატიმრეს. ის ციხიდან 2020 წლის თებერვალში გამოვიდა.
მერაბიშვილს ბრალი წაყენებული ჰქონდა ექვს რეზონანსულ საქმეზე. აქედან ხუთ საქმეზე მან სასჯელი მოიხადა და საერთო ჯამში საპატიმროში ექვსი წელი და ცხრა თვე გაატარა.
ვანო მერაბიშვილი გაასამართლეს ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის, 2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე 2005 წელს სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის გამო და დამნაშავედ ცნეს 2006 წელს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მისი ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტი სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩართო, რომელთაგან ოთხი სასამართლოში უკვე დაიკითხა.
მათი დიაგნოზების თანახმად, სააკაშვილს ბევრი დაავადება აწუხებს, მათ შორის, პროგრესირებადი დემენცია, რომელიც ორგანიზმში მოხვედრილმა მძიმე ლითონებმა გამოიწვია. ასევე არის კუჭის კიბოს განვითარების რისკი. ექიმებმა მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთ გამოსავლად მისი საზღვარგარეთ მკურნალობა დაასახელეს, სადაც არის მაღალი კლასის დიაგნოსტიკური საშუალებები და ასეთი მძიმე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება.
ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს.
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.