https://sputnik-georgia.com/20230117/merabisvili-rusul-specsamsaxurebtan-aris-dakavsirebuli-rurua-274009091.html
მერაბიშვილი რუსულ სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული? ახალი სკანდალი საქართველოში
მერაბიშვილი რუსულ სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული? ახალი სკანდალი საქართველოში
Sputnik საქართველო
უცხოელ პარტნიორებთან პირად საუბრებში მერაბიშვილმა სააკაშვილი ომის დაწყებაში დაადანაშაულა, აღნიშნა რურუამ. 17.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-17T19:54+0400
2023-01-17T19:54+0400
2023-01-17T22:37+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24777/86/247778625_0:262:2500:1669_1920x0_80_0_0_df195f3bb6282eaf857f3b599d13b03f.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელმა გიორგი რურუამ განაცხადა, რომ არსებობს ეჭვები შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ექს-პრემიერის ვანო მერაბიშვილის კავშირებზე რუსულ სპეცსამსახურებთან.როგორც რურუა აღნიშნავს, მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს აწყობს.მან თავისი მხარდაჭერა გამოუცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელ თავმჯდომარეს ნიკა მელიას, რომელიც ზომიერ პოლიტიკას ატარებს, და მას მომავალ შიდაპარტიულ არჩევნებში წარმატებები უსურვა.„ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები, მერაბიშვილის თამადობით. პოლიტიკიდან წასული გამდიდრებული ადამიანი საზოგადოებისთვის უნდა გახდეს კეთროვანი, მიუღებელი“, – დაწერა რურუამ.ვანო მერაბიშვილი თავის დროზე, „ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე და მარჯვენა ხელი იყო.რეაქციებირურუას განცხადებას მერაბიშვილის შესაძლო კავშირებზე რუსულ სპეცსამსახურებთან ანეკდოტი უწოდა „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც მელიას მთავარ კონკურენტად არის მიჩნეული.„ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე პარტია საბოლოოდ გაიხლიჩა ორ ბანაკად – რადიკალურად განწყობილი ლევან ხაბეიშვილის ე.წ. ძველი გვარდიის მომხრეებად და პარტიის მოქმედი თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდამჭერებად, რომელიც ზომიერი პოლიტიკის მომხრეა.ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ძირითადი ბრძოლა პარტიაში ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის წარიმართება და თუ ეს უკანასკნელი მზადაა, დარჩეს პარტიაში წაგების შემთხვევაშიც, მელიამ განაცხადა, რომ თუ წააგო, გადაწყვეტილებას, დაემორჩილება თუ არა ხაბეიშვილს, ის არჩევნების შემდეგ მიიღებს.„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის არჩევნებიპარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც პარტიული ლიდერების ნაწილი მელიას ღიად დაუპირისპირდა. შემდგომში ბრძოლა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრე ბანაკსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში ლევან ხაბეიშვილი უდგას, კიდევ უფრო გამწვავდა.დეპუტატი: „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ კარიერას მძიმედ დაასრულებს>>მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.ხაბეიშვილი: „საქართველოს რევოლუცია სჭირდება...“>>ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის" დაშლას პროგნოზირებს>>ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24777/86/247778625_199:0:2424:1669_1920x0_80_0_0_0bbdcebf26e27348c6313c28ac595224.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
მერაბიშვილი რუსულ სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული? ახალი სკანდალი საქართველოში
19:54 17.01.2023 (განახლებულია: 22:37 17.01.2023) უცხოელ პარტნიორებთან პირად საუბრებში მერაბიშვილმა სააკაშვილი ომის დაწყებაში დაადანაშაულა, აღნიშნა რურუამ.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელმა გიორგი რურუამ განაცხადა, რომ არსებობს ეჭვები შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ექს-პრემიერის ვანო მერაბიშვილის კავშირებზე რუსულ სპეცსამსახურებთან.
როგორც რურუა აღნიშნავს, მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს აწყობს.
„პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას. დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ“, – დაწერა რურუამ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
მან თავისი მხარდაჭერა გამოუცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელ თავმჯდომარეს ნიკა მელიას, რომელიც ზომიერ პოლიტიკას ატარებს, და მას მომავალ შიდაპარტიულ არჩევნებში წარმატებები უსურვა.
„ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები, მერაბიშვილის თამადობით. პოლიტიკიდან წასული გამდიდრებული ადამიანი საზოგადოებისთვის უნდა გახდეს კეთროვანი, მიუღებელი“, – დაწერა რურუამ.
ვანო მერაბიშვილი თავის დროზე, „ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე და მარჯვენა ხელი იყო.
რურუას განცხადებას მერაბიშვილის შესაძლო კავშირებზე რუსულ სპეცსამსახურებთან ანეკდოტი უწოდა „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც მელიას მთავარ კონკურენტად არის მიჩნეული.
„არ ვიცი, თუ რაიმე პირადი დაპირისპირება აქვთ და ამის გამო კეთდება მსგავსი განცხადებები. გულწრფელად გეუბნებით, ვწუხვარ... ასეთი განცხადებების გაკეთება არ მიმაჩნია ნორმალურად", – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე პარტია საბოლოოდ გაიხლიჩა ორ ბანაკად – რადიკალურად განწყობილი ლევან ხაბეიშვილის ე.წ. ძველი გვარდიის მომხრეებად და პარტიის მოქმედი თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდამჭერებად, რომელიც ზომიერი პოლიტიკის მომხრეა.
ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ძირითადი ბრძოლა პარტიაში ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის წარიმართება და თუ ეს უკანასკნელი მზადაა, დარჩეს პარტიაში წაგების შემთხვევაშიც, მელიამ განაცხადა, რომ თუ წააგო, გადაწყვეტილებას, დაემორჩილება თუ არა ხაბეიშვილს, ის არჩევნების შემდეგ მიიღებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის არჩევნები
პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც პარტიული ლიდერების ნაწილი მელიას ღიად დაუპირისპირდა. შემდგომში ბრძოლა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრე ბანაკსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში ლევან ხაბეიშვილი უდგას, კიდევ უფრო გამწვავდა.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.