https://sputnik-georgia.com/20230117/qartuli-ocneba-nacmozraobis-dashlas-prognozirebs-273994862.html
მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" დაშლას პროგნოზირებს
მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" დაშლას პროგნოზირებს
Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყება და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდება. 17.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-17T16:30+0400
2023-01-17T16:30+0400
2023-01-17T20:49+0400
საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_e44ba6ce706be406510c04b6b26a70dd.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ყველაფერი იქით მიდის, რომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა.„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე პარტია საბოლოოდ გაიყო ორ ბანაკად – რადიკალურად განწყობილი ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი „ძველი გვარდიის“ და პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, უფრო ზომიერი პოლიტიკის მიმდევარი ნიკა მელიას მხარდამჭერებად.მისი თქმით, ყოველივე ეს დამღუპველია „ნაცმოძრაობისთვის“, თუმცა კარგია სახელმწიფოსთვის.„ეს გუნდი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობს და პარაზიტობს, მათგან სხვა ვერაფერი დავინახეთ“, – აღნიშნა კახიანმა.„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყება და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდება.„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატების სახით დარეგისტრირდნენ პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის აქტიური წევრი, ამჟამად პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ყოფილი წევრი, წარსულში პარტიის თბილისის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნონა მამულაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი მუმლაძე.ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ძირითადი ბრძოლა პარტიაში ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის გაიმართება. ხაბეიშვილის თქმით, ის მზადაა პარტიაში დარჩეს წაგების შემთხვევაშიც, მელიამ კი განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაემორჩილება თუ არა ხაბეიშვილს, არჩევნების შემდეგ მიიღებს.„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი გაღრმავდება - დეპუტატი>>>პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც პარტიული ლიდერების ნაწილი მელიას ღიად დაუპირისპირდა. შემდგომში ბრძოლა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრე ბანაკსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში ლევან ხაბეიშვილი უდგას, კიდევ უფრო გამწვავდა.მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბრძოლა „ნაცმოძრაობაში“ ორ ბანაკს შორის უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებასა და პარტიული სიების შედგენას.ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_f958f6f316fbe6a4fd1e7d344ad9a751.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" დაშლას პროგნოზირებს
16:30 17.01.2023 (განახლებულია: 20:49 17.01.2023) „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყება და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდება.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ყველაფერი იქით მიდის, რომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე პარტია საბოლოოდ გაიყო ორ ბანაკად – რადიკალურად განწყობილი ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი „ძველი გვარდიის“ და პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, უფრო ზომიერი პოლიტიკის მიმდევარი ნიკა მელიას მხარდამჭერებად.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, პარტიის შიგნით როგორი ბინძური მეთოდებით იბრძვიან, იქნება ეს კომპრომატების ომი თუ ფარული ჩანაწერები, სავარაუდოდ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება“, – განაცხადა კახიანმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ყოველივე ეს დამღუპველია „ნაცმოძრაობისთვის“, თუმცა კარგია სახელმწიფოსთვის.
„ეს გუნდი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობს და პარაზიტობს, მათგან სხვა ვერაფერი დავინახეთ“, – აღნიშნა კახიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყება და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატების სახით დარეგისტრირდნენ პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის აქტიური წევრი, ამჟამად პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ყოფილი წევრი, წარსულში პარტიის თბილისის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნონა მამულაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი მუმლაძე.
ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ძირითადი ბრძოლა პარტიაში ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის გაიმართება. ხაბეიშვილის თქმით, ის მზადაა პარტიაში დარჩეს წაგების შემთხვევაშიც, მელიამ კი განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაემორჩილება თუ არა ხაბეიშვილს, არჩევნების შემდეგ მიიღებს.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც პარტიული ლიდერების ნაწილი მელიას ღიად დაუპირისპირდა. შემდგომში ბრძოლა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრე ბანაკსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში ლევან ხაბეიშვილი უდგას, კიდევ უფრო გამწვავდა.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბრძოლა „ნაცმოძრაობაში“ ორ ბანაკს შორის უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებასა და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.