„განგაშის საფუძველი არ არსებობს“ - ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის შესახებ

© photo: Sputnik / Stringerპირბადიანი ადამიანი ქუჩაში
პირბადიანი ადამიანი ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
გამოწერა
მინისტრის განცხადებით, ვირუსის გავრცელების საფრთხე ქვეყანაში არ არის.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოში ამ დროისათვის შიშისა და განგაშის არანაირი საფუძველი არ არსებობს კორონავირუსთან დაკავშირებით, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ყველა, ვინც აკეთებს განცხადებას კორონავირუსთან დაკავშირებით, ფრთხილად უნდა იყოს, რათა მოსახლეობაში უსაფუძვლო პანიკა არ დათესოს.

„ამ ეტაპზე განგაშის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განუცხადა აზარაშვილმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არის.

ცოტა ხნის წინ სპეციალისტებმა „ომიკრონის“ ახალი სუბვარიანტი „კრაკენი“ გამოავლინეს, რომელიც სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში. კორონავირუსის ეს ქვეტიპი ჯერ არ გვხვდება საქართველოში, თუმცა მას კორონავირუსის შტამებს შორის ყველაზე სწრაფად გადამდებ ვირუსად მიიჩნევენ.
სად იმალება „კრაკენის“ ვერაგობა: საქართველოს მთავარი ინფექციონისტი განმარტავს>>
„კრაკენი“ სწრაფად ვრცელდება, მაგრამ მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. ეს ვარიანტი მსოფლიოს 38 ქვეყანაში დაფიქსირდა. საქართველოში კვლავ გაბატონებულია „ომიკრონის“ ერთ-ერთი ქვეტიპი – BA.5.
სწორედ მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ცვლილებების ფონზე დაიწყო საქართველოში კლინიკურმა ჯგუფმა, რომელიც მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგებისგან შედგება, მუშაობა კორონავირუსის მართვის ახალ პროტოკოლზე, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
საქართველოში კორონავირუსის მართვის წესები განახლდება>>
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ბოლო კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების მცირე ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ ეს დღეში 200–300 შემთხვევას არ აღემატება. საქართველოში დღეში საშუალოდ 6–7 ათასი ტესტი კეთდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0