https://sputnik-georgia.com/20230113/saqartvelosi-koronavirusis-martvis-wesebi-ganaxldeba-273915093.html
საქართველოში კორონავირუსის მართვის წესები განახლდება
საქართველოში კორონავირუსის მართვის წესები განახლდება
Sputnik საქართველო
კორონავირუსის ახალი შტამების გამოჩენის გათვალისწინებით, აუცილებელია დაავადების მკურნალობის ახალი პროტოკოლი. 13.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-13T20:19+0400
2023-01-13T20:19+0400
2023-08-17T18:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262081443_0:104:3273:1945_1920x0_80_0_0_6d4ecf9574f6aa149c2c9dcbd6249fbf.jpg
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ კლინიკური ჯგუფი კორონავირუსის მართვის განახლებულ წესებზე მუშაობს, იუწყება „პალიტრანიუსი“.განახლებულ პროტოკოლში აისახება ვაქცინაციის პროცესისადმი ახალი მიდგომები კორონავირუსის ახალი შტამების პირობებში. რეკომენდაციებს შორისაა კოვიდ-ტესტის ჩატარება სიმპტომების გამოვლენის პირველივე დღეს. ეს საჭიროა შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად, მათ შორის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების.საქართველოში შეშფოთებული არიან მსოფლიოში ეპიდსიტუაციის გაუარესებისა და „ომიკრონის“ შტამის ახალი ქვევარიანტის – „კრაკენის“ გამოჩენის გამო, რომელიც კორონავირუსის ყველა ცნობილ ვარიანტს შორის ყველაზე გადამდებია.კორონავირუსის ეს ქვეტიპი ჯერ არ გვხვდება საქართველოში, აღნიშნა უფრო ადრე ცერცვაძემ. ქვეყანაში კვლავ გაბატონებულია ერთ-ერთი ქვეტიპი –„ომიკრონი“ BA.5. თუმცა, დიდია ალბათობა, რომ „კრაკენი“ საქართველოშიც გამოჩნდება.სად იმალება „კრაკენის“ ვერაგობა: საქართველოს მთავარი ინფექციონისტი განმარტავს>>მედიკოსების თქმით, „კრაკენი“ შეიძლება ნაკლებად მგრძნობიარე იყოს არა მხოლოდ სტანდარტული ვაქცინის, არამედ ასევე ახალი თაობის ვაქცინის, ე.წ. ბივალენტური ვაქცინის მიმართ.სწორედ მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ცვლილებების ფონზე დაიწყო საქართველოში კლინიკურმა ჯგუფმა, რომელიც მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგებისგან შედგება, მუშაობა კორონავირუსის მართვის ახალ პროტოკოლზე, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.ბოლო თვის მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობა კორონავირუსისგან მინიმალურ მაჩვენებელზეა. თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების მცირე ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ ეს დღეში 200–300 შემთხვევას არ აღემატება. საქართველოში დღეში საშუალოდ 6–7 ათასი ტესტი კეთდება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262081443_271:0:3002:2048_1920x0_80_0_0_15d3bc269fba6c956aa76988c3fc32f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, covid-19
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, covid-19
საქართველოში კორონავირუსის მართვის წესები განახლდება
20:19 13.01.2023 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) კორონავირუსის ახალი შტამების გამოჩენის გათვალისწინებით, აუცილებელია დაავადების მკურნალობის ახალი პროტოკოლი.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ კლინიკური ჯგუფი კორონავირუსის მართვის განახლებულ წესებზე მუშაობს, იუწყება „პალიტრანიუსი“.
განახლებულ პროტოკოლში აისახება ვაქცინაციის პროცესისადმი ახალი მიდგომები კორონავირუსის ახალი შტამების პირობებში. რეკომენდაციებს შორისაა კოვიდ-ტესტის ჩატარება სიმპტომების გამოვლენის პირველივე დღეს. ეს საჭიროა შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად, მათ შორის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების.
საქართველოში შეშფოთებული არიან მსოფლიოში ეპიდსიტუაციის გაუარესებისა და „ომიკრონის“ შტამის ახალი ქვევარიანტის – „კრაკენის“ გამოჩენის გამო, რომელიც კორონავირუსის ყველა ცნობილ ვარიანტს შორის ყველაზე გადამდებია.
კორონავირუსის ეს ქვეტიპი ჯერ არ გვხვდება საქართველოში, აღნიშნა უფრო ადრე ცერცვაძემ. ქვეყანაში კვლავ გაბატონებულია ერთ-ერთი ქვეტიპი –„ომიკრონი“ BA.5. თუმცა, დიდია ალბათობა, რომ „კრაკენი“ საქართველოშიც გამოჩნდება.
მედიკოსების თქმით, „კრაკენი“ შეიძლება ნაკლებად მგრძნობიარე იყოს არა მხოლოდ სტანდარტული ვაქცინის, არამედ ასევე ახალი თაობის ვაქცინის, ე.წ. ბივალენტური ვაქცინის მიმართ.
სწორედ მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ცვლილებების ფონზე დაიწყო საქართველოში კლინიკურმა ჯგუფმა, რომელიც მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგებისგან შედგება, მუშაობა კორონავირუსის მართვის ახალ პროტოკოლზე, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
ბოლო თვის მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობა კორონავირუსისგან მინიმალურ მაჩვენებელზეა. თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების მცირე ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ ეს დღეში 200–300 შემთხვევას არ აღემატება. საქართველოში დღეში საშუალოდ 6–7 ათასი ტესტი კეთდება.