რომელი მედიკამენტები გაიაფდება? ჯანდაცვის უწყებამ გამოქვეყნა სია ახალი ფასებით

© Pixabay / Pexelsმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
ხელისუფლებამ დაადგინა ფასების მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთ ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა არ შეიძლება.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოში 1,3 ათასზე მეტი მედიკამენტი, რომლებიც განკუთვნილია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის, ახალ, ბევრად დაბალ ფასად გაიყიდება, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.
მედიკამენტების ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე.
ხელისუფლებამ 2023 წლიდან დაადგინა ფასების მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთ ქვეყანაში წამლის გაყიდვა არ შეიძლება. 15 თებერვლიდან ფარმაკოლოგიური კომპანიები ვეღარ შეძლებენ მედიკამენტების გაყიდვას სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულზე უფრო მაღალ ფასად. მანამდე მათ აქვთ დრო, რომ გადახედონ ფასებს.

„თუ სექტორი რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა ფასი დაკორექტირდეს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის უწყების განცხადებაში.

რეფორმის მთავარი მიზანია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასების დადგენა და ფარმაკოლოგიური ბაზრის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2022 წლის მარტიდან ქვეყნისთვის თურქული ფარმაკოლოგიური ბაზარი გაიხსნა. ამ სიახლემ წამლებზე ფასი 60-80%-ით შეამცირა. შედეგად, ქვეყნის მოქალაქეები ყოველწლიურად დაახლოებით 200 მლნ ლარის ეკონომიას შეძლებენ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროცესს მონიტორინგს გაუწევს. აფთიაქები ვალდებული იქნებიან, ინფორმაცია წარადგინონ ონლაინ-რეჟიმში, ხოლო სამინისტროს წვდომა ექნება ფარმაკოლოგიურ ბაზებზე, რათა თვალი ადევნოს ფასებს.
პირველად იმის თაობაზე, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს საკანონმდებლო ცვლილებები ესაჭიროება, მათ შორის წამლებზე ფასების დარეგულირების მხრივ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის ნოემბერში განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული სფეროს მოქმედებების გეგმა შემუშავდა კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, ჯანმოს კვლევების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0