https://sputnik-georgia.com/20230116/premieri-medikamentebze-pasi-40-procentit-shemcirdeba-273962136.html
პრემიერი: მედიკამენტებზე ფასები 40%-ით შემცირდება
პრემიერი: მედიკამენტებზე ფასები 40%-ით შემცირდება
Sputnik საქართველო
ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს. 16.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-16T14:59+0400
2023-01-16T14:59+0400
2023-01-16T18:04+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962332_133:255:891:682_1920x0_80_0_0_cf6f5b9ae8c7bc89ac36f1b8671b6b9b.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. მთავრობის ახალი რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.საუბარია ე.წ. რეფერენტულ ფასებზე. 2023 წლიდან საქართველის ხელისუფლებამ დაადგინა ფასების მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთაც ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა იკრძალება.რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის და მედიკამენტების მიწოდებაა.სიახლე პირველ ეტაპზე შეეხება 1,3 ათასზე მეტ მედიკამენტს, რომლებიც განკუთვნილია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის. რაც შეეხება სხვა მედიკამენტებს, მათი რეფერენტული ფასები ეტაპობრივად განისაზღვრება.საქართველოში მედიკამენტებზე ზღვრული ფასები ამოქმედდა>>>2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის – მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული სფეროს მოქმედებების გეგმა შემუშავდა კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, ჯანმოს კვლევების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962332_212:266:766:682_1920x0_80_0_0_2ce55229374cacfb86dbd87679e04ff6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
პრემიერი: მედიკამენტებზე ფასები 40%-ით შემცირდება
14:59 16.01.2023 (განახლებულია: 18:04 16.01.2023) ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. მთავრობის ახალი რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია ე.წ. რეფერენტულ ფასებზე. 2023 წლიდან საქართველის ხელისუფლებამ დაადგინა ფასების მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთაც ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა იკრძალება.
რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის და მედიკამენტების მიწოდებაა.
„მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით დავიწყეთ ახალი რეფორმა, რომელიც წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასის დადგენას ისახავს მიზნად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიახლე პირველ ეტაპზე შეეხება 1,3 ათასზე მეტ მედიკამენტს, რომლებიც განკუთვნილია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის. რაც შეეხება სხვა მედიკამენტებს, მათი რეფერენტული ფასები ეტაპობრივად განისაზღვრება.
2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის – მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.
ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული სფეროს მოქმედებების გეგმა შემუშავდა კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, ჯანმოს კვლევების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.