https://sputnik-georgia.com/20230116/garibashvili-mosaxleoba-medikamentebze-200-mln-laramde-dazogavs-273963025.html
ღარიბაშვილი: მოსახლეობა მედიკამენტებზე 200 მლნ ლარამდე დაზოგავს
ღარიბაშვილი: მოსახლეობა მედიკამენტებზე 200 მლნ ლარამდე დაზოგავს
Sputnik საქართველო
ფარმაცევტული კომპანიები 15 თებერვლიდან განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვას ვეღარ შეძლებენ. 16.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-16T16:05+0400
2023-01-16T16:05+0400
2023-01-16T20:27+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
ირაკლი ღარიბაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252450819_0:96:1921:1176_1920x0_80_0_0_a8911d878d9656530802158b7518f8c5.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა მედიკამენტებზე ყოველწიურად დაახლოებით 200 მლნ ლარს დაზოგავს, ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.მედიკამენტებზე ფასების დაწევის მიზნით საქართველოს მთავრობამ თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი შარშან გახსნა. გასული წლის იანვრის შუა რიცხვებიდან საქართველოში თურქეთიდან 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი შემოვიდა, რის შედეგადაც ფასები მედიკამენტებზე 80%-მდე შემცირდა.2023 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ფასების მაქსიმალური ზღვარის დადგენა, რომლის ზემოთაც ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა იკრძალება. სიახლე პირველ ეტაპზე შეეხება 1,3 ათასზე მეტ მედიკამენტს, რომლებიც განკუთვნილია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის. მედიკამენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.რომელი მედიკამენტები გაიაფდება? ჯანდაცვის უწყებამ გამოქვეყნა სია ახალი ფასებით>>>2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის – მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული სფეროს მოქმედებების გეგმა შემუშავდა კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, ჯანმოს კვლევების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252450819_112:0:1807:1271_1920x0_80_0_0_fba2a0c6dd02b92b306fa7782a7f6837.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ირაკლი ღარიბაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ირაკლი ღარიბაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
ღარიბაშვილი: მოსახლეობა მედიკამენტებზე 200 მლნ ლარამდე დაზოგავს
16:05 16.01.2023 (განახლებულია: 20:27 16.01.2023) ფარმაცევტული კომპანიები 15 თებერვლიდან განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვას ვეღარ შეძლებენ.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა მედიკამენტებზე ყოველწიურად დაახლოებით 200 მლნ ლარს დაზოგავს, ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
მედიკამენტებზე ფასების დაწევის მიზნით საქართველოს მთავრობამ თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი შარშან გახსნა. გასული წლის იანვრის შუა რიცხვებიდან საქართველოში თურქეთიდან 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი შემოვიდა, რის შედეგადაც ფასები მედიკამენტებზე 80%-მდე შემცირდა.
„გასული წლის დასაწყისში გავხსენით თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი. ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტების ფასი 60-80%-ით შემცირდა... დავიწყეთ ახალი რეფორმა, რომელიც წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასის დადგენას ისახავს მიზნად“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
2023 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ფასების მაქსიმალური ზღვარის დადგენა, რომლის ზემოთაც ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა იკრძალება. სიახლე პირველ ეტაპზე შეეხება 1,3 ათასზე მეტ მედიკამენტს, რომლებიც განკუთვნილია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის. მედიკამენტების ჩამონათვალი იხილეთ
ბმულზე.
2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის – მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.
ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული სფეროს მოქმედებების გეგმა შემუშავდა კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, ჯანმოს კვლევების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.