https://sputnik-georgia.com/20230115/wulukiani-saqartvelos-cabmas-samxedro-dapirispirebasi-ver-miarweven-273939126.html
წულუკიანი: საქართველოს ჩაბმას სამხედრო დაპირისპირებაში ვერ მიაღწევენ
წულუკიანი: საქართველოს ჩაბმას სამხედრო დაპირისპირებაში ვერ მიაღწევენ
Sputnik საქართველო
ვიცე-პრემიერმა დასანანი უწოდა იმ ფაქტს, რომ კვლავაც გრძელდება სამხედრო დაპირისპირებაში ქვეყნის ჩართვის მცდელობები. 15.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-15T11:30+0400
2023-01-15T11:30+0400
2023-01-15T11:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267693553_0:132:1280:853_1920x0_80_0_0_681d5c5a8a3c827e8ef3c90a2addef94.jpg
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქვეყანა სამხედრო დაპირისპირებაში ჩაებას, განაცხადა ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების უარზე გადასცეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“. პოდოლიაკის თქმით, ომის დაწყებიდან ათი თვის შემდეგაც კი საქართველოს მთავრობა ვერ ხვდება, ვის მხარეს უნდა იყოს.ვიცე-პრემიერმა დასანანი უწოდა იმ ფაქტს, რომ გრძელდება სამხედრო დაპირისპირებაში ქვეყნის ჩართვის მცდელობები. წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველომ ისედაც ბევრი ომი გადაიტანა.„ჩვენ ძალიან ბევრი ომი გადავიტანეთ. ეს შეიძლება, ზოგიერთ მსმენელს არ ახსოვდეს, რადგან შემდეგ გაჩნდა და იზრდება მას შემდეგ, რაც ომები საქართველოში დამთავრდა, მაგრამ ჩვენ ხელისუფლებაში ვართ ომის თაობები. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ეს რამხელა უბედურებაა. ამიტომ ჩვენ ამას უბრალოდ ვერ დავუშვებთ, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე“, - განაცხადა წულუკიანმა.„ქართულ ოცნებაში" უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებას უტიფრობა უწოდეს >>როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველო აქამდეც დადიოდა „დანის პირზე, იმედი მაქვს, მომავალშიც წარმატებით გავივლით“.როგორც ადრე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ე.წ. ექსპერტებისა და ცალკეული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ საქართველოს უანგაროდ გადმოსცა საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“, სინამდვილეს არ შეესაბამება – 2007 წელს უწყებამ „ბუკის“ სისტემა მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო.უფრო ადრე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საქართველო, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განაგრძობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარების გაწევას. რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, საქართველომ ეს არ გააკეთა, რადგან არ სურს ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267693553_209:171:1118:853_1920x0_80_0_0_f398036afdc4e530d5e36df3b86cb863.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
წულუკიანი: საქართველოს ჩაბმას სამხედრო დაპირისპირებაში ვერ მიაღწევენ
ვიცე-პრემიერმა დასანანი უწოდა იმ ფაქტს, რომ კვლავაც გრძელდება სამხედრო დაპირისპირებაში ქვეყნის ჩართვის მცდელობები.
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქვეყანა სამხედრო დაპირისპირებაში ჩაებას, განაცხადა ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების უარზე გადასცეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“. პოდოლიაკის თქმით, ომის დაწყებიდან ათი თვის შემდეგაც კი საქართველოს მთავრობა ვერ ხვდება, ვის მხარეს უნდა იყოს.
„პასუხი არის ერთადერთი – საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩაბმული აღმოჩნდეს სამხედრო დაპირისპირებაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ აღმოვუჩენთ სამხედრო ტიპის დახმარებას სამხედრო დაპირისპირების ერთ-ერთ მხარეს, მით უმეტეს, რომ, როგორც ვიცი, საუბარია ისეთი იარაღის გადაცემაზე, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, მაგრამ ეს უბრალოდ დეტალია“, - განაცხადა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში.
ვიცე-პრემიერმა დასანანი უწოდა იმ ფაქტს, რომ გრძელდება სამხედრო დაპირისპირებაში ქვეყნის ჩართვის მცდელობები. წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველომ ისედაც ბევრი ომი გადაიტანა.
„ჩვენ ძალიან ბევრი ომი გადავიტანეთ. ეს შეიძლება, ზოგიერთ მსმენელს არ ახსოვდეს, რადგან შემდეგ გაჩნდა და იზრდება მას შემდეგ, რაც ომები საქართველოში დამთავრდა, მაგრამ ჩვენ ხელისუფლებაში ვართ ომის თაობები. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ეს რამხელა უბედურებაა. ამიტომ ჩვენ ამას უბრალოდ ვერ დავუშვებთ, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე“, - განაცხადა წულუკიანმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველო აქამდეც დადიოდა „დანის პირზე, იმედი მაქვს, მომავალშიც წარმატებით გავივლით“.
როგორც ადრე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ე.წ. ექსპერტებისა და ცალკეული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ საქართველოს უანგაროდ გადმოსცა საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“, სინამდვილეს არ შეესაბამება – 2007 წელს უწყებამ „ბუკის“ სისტემა მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო.
უფრო ადრე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საქართველო, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განაგრძობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარების გაწევას. რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, საქართველომ ეს არ გააკეთა, რადგან არ სურს ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.