https://sputnik-georgia.com/20230114/qalta-koloniis-msjavrdebulebma-koncerti-gamartes-273926136.html
ქალთა კოლონიის მსჯავრდებულებმა კონცერტი გამართეს
ქალთა კოლონიის მსჯავრდებულებმა კონცერტი გამართეს
Sputnik საქართველო
პატიმარმა ქალებმა თავად დადგეს ნომრები, შეკერეს კოსტიუმები და დეკორაციები 14.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-14T14:02+0400
2023-01-14T14:02+0400
2023-01-14T15:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0e/273923607_0:29:1280:749_1920x0_80_0_0_0dbf928cb851c9484f0ba7c5d47dbcc2.jpg
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ქალთა №5 დაწესებულებაში ქართველ და უცხოელ მსჯავრდებულთა მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის ხელშეწყობისთვის სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს.მსჯავრდებულთა კვების რაციონში ცვლილებები შევიდა >>სპეციალურად საახალწლო კონცერტისთვის შეიქმნა მსჯავრდებულთაგან დაკომპლექტებული ანსამბლი. ღონისძიებისთვის 50-მდე ქალი მსჯავრდებული რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდა: დგამდნენ ნომრებს,  კერავდნენ კოსტიუმებს, ქმნიდნენ სასცენო დეკორაციებს. კონცერტზე შესრულდა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, საახალწლო თეატრალიზებული სცენები.ღონისძიებას საპატრიარქოს წარმომადგენლები და მსახიობი პაატა გულიაშვილი დაესწრნენ. მსახიობმა მსჯავრდებულებთან ერთად მუსიკალური ნომერი შეასრულა და მათ საკუთარ ოჯახებში მალე დაბრუნება უსურვა.სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს იმ აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც მსჯავრდებულებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2023
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში
ქალთა კოლონიის მსჯავრდებულებმა კონცერტი გამართეს
14:02 14.01.2023  (განახლებულია: 15:12 14.01.2023) პატიმარმა ქალებმა თავად დადგეს ნომრები, შეკერეს კოსტიუმები და დეკორაციები
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ქალთა №5 დაწესებულებაში ქართველ და უცხოელ მსჯავრდებულთა მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის ხელშეწყობისთვის სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს.
სპეციალურად საახალწლო კონცერტისთვის შეიქმნა მსჯავრდებულთაგან დაკომპლექტებული ანსამბლი. ღონისძიებისთვის 50-მდე ქალი მსჯავრდებული რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდა: დგამდნენ ნომრებს,  კერავდნენ კოსტიუმებს, ქმნიდნენ სასცენო დეკორაციებს. კონცერტზე შესრულდა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, საახალწლო თეატრალიზებული სცენები.
ღონისძიებას საპატრიარქოს წარმომადგენლები და მსახიობი პაატა გულიაშვილი დაესწრნენ. მსახიობმა მსჯავრდებულებთან ერთად მუსიკალური ნომერი შეასრულა და მათ საკუთარ ოჯახებში მალე დაბრუნება უსურვა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს იმ აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც მსჯავრდებულებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება.