https://sputnik-georgia.com/20230107/msjavrdebulta-kvebis-racionshi-cvlilebebi-shevida-273725121.html
მსჯავრდებულთა კვების რაციონში ცვლილებები შევიდა
მსჯავრდებულთა კვების რაციონში ცვლილებები შევიდა
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 45 არასრულწლოვანი პატიმარია. 07.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-07T18:57+0400
2023-01-07T18:57+0400
2023-01-07T18:57+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261448836_15:113:1166:761_1920x0_80_0_0_9597a3669fed647d97c7e9c0526750d7.jpg
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მსჯავრდებულთა კვების წესში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც ზრდასრულთა და არასრულწლოვან პატიმართა კვების რეჟიმი განსხვავებული იქნება.ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ოთხჯერად კვებაზე გადავლენ - საუზმე, სადილი, სამხარი, ვახშამი.ამავდროულად, დამტკიცებული მენიუს მიხედვით, სადილი შედგება სამი კერძისგან, ვახშამზე კი იქნება ხორცი გარნირით.მენიუ კვირაში ერთხელ შეიცვლება და დამოკიდებული იქნება სეზონზე. საუზმეზე არასრულწლოვნები მიიღებენ რძეზე მომზადებულ ფაფას, ჩაის კარაქიან პურთან ერთად, სადილზე - სუპს, ხორცს გარნირით, კომპოტს ან ხილს, ნაშუადღევს ოლადებს, ხაჭაპურს, ვახშამზე კი იქნება ხორცის კერძი გარნირით და ჩაი კარაქიან პურთან ერთად.არასრულწლოვანი პატიმრებისთვის ყოველდღიური რაციონის კალორიულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3,2 ათას კილოკალორიას.ბოლო მონაცემებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 45 არასრულწლოვანი პატიმარია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261448836_301:150:1116:761_1920x0_80_0_0_cf76c2566928e624eec969a388e7b959.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
მსჯავრდებულთა კვების რაციონში ცვლილებები შევიდა
ბოლო მონაცემებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 45 არასრულწლოვანი პატიმარია.
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მსჯავრდებულთა კვების წესში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც ზრდასრულთა და არასრულწლოვან პატიმართა კვების რეჟიმი განსხვავებული იქნება.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ოთხჯერად კვებაზე გადავლენ - საუზმე, სადილი, სამხარი, ვახშამი.
ამავდროულად, დამტკიცებული მენიუს მიხედვით, სადილი შედგება სამი კერძისგან, ვახშამზე კი იქნება ხორცი გარნირით.
მენიუ კვირაში ერთხელ შეიცვლება და დამოკიდებული იქნება სეზონზე. საუზმეზე არასრულწლოვნები მიიღებენ რძეზე მომზადებულ ფაფას, ჩაის კარაქიან პურთან ერთად, სადილზე - სუპს, ხორცს გარნირით, კომპოტს ან ხილს, ნაშუადღევს ოლადებს, ხაჭაპურს, ვახშამზე კი იქნება ხორცის კერძი გარნირით და ჩაი კარაქიან პურთან ერთად.
არასრულწლოვანი პატიმრებისთვის ყოველდღიური რაციონის კალორიულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3,2 ათას კილოკალორიას.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 45 არასრულწლოვანი პატიმარია.