https://sputnik-georgia.com/20230113/baidenis-saidumlomasalebissaqmezespecprokurori-dainisna-273906287.html
დანიშნულია სპეცპროკურორი: იწყება ბაიდენის საიდუმლო მასალების საქმის გამოძიება
დანიშნულია სპეცპროკურორი: იწყება ბაიდენის საიდუმლო მასალების საქმის გამოძიება
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა სპეციალური პროკურორი დანიშნა ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი საიდუმლო დოკუმენტების საქმის... 13.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-13T18:26+0400
2023-01-13T18:26+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ახალი ამბები
ჯო ბაიდენი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/15/269647385_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_d75544fda9c291c89e5c6f481b3c43fa.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა სპეციალური პროკურორი დანიშნა ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი საიდუმლო დოკუმენტების საქმის გამოსაძიებლად, რომლებიც ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდს განეკუთვნება.საუბარია გრიფით „საიდუმლო“ მასალებზე, რომლებიც დელავერში მდებარე ბაიდენის სახლსა და ასევე მის ოფისში იპოვეს Penn-Biden Cеnter-ის ანალიტიკურ ცენტრში.ნაპოვნია საიდუმლო მასალები, რომლებიც ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდს განეკუთვნებასპეციალური პროკურორი რობერტ ჰური გახდა, მერილენდის ყოფილი ფედერალური პროკურორი, რომელიც ამ თანამდებობაზე ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაინიშნა. 2021 წლიდან ჰური კერძო იურიდიულ პრაქტიკას ეწევა ვაშინგტონში.თეთრი სახლის განცხადებით, ის მზად არის სპეცპროკურორის ოფისთან ყოველმხრივი თანამშრომლობისთვის.ბაიდენის თანაშემწეებმა საიდუმლო მასალების კიდევ ერთი პარტია იპოვესგარლანდის თქმით, იუსტიციის სამინისტროს თავადაც შეუძლია ამ გამოძიების ჩატარება, მაგრამ „საგანგებო ვითარება ამ საკითხზე სპეციალური პროკურორის დანიშვნას მოითხოვს“.როგორც მანამდე თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, პრეზიდენტმა არ იცოდა, რომ საიდუმლო დოკუმენტები მის პირად ქაღალდებს შეერია.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/15/269647385_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_288bc78e8a81f3c9eed0d88d21b8b800.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ახალი ამბები, ჯო ბაიდენი, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ახალი ამბები, ჯო ბაიდენი, მსოფლიოს ახალი ამბები
დანიშნულია სპეცპროკურორი: იწყება ბაიდენის საიდუმლო მასალების საქმის გამოძიება
18:26 13.01.2023 (განახლებულია: 15:49 20.07.2023) თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა სპეციალური პროკურორი დანიშნა ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი საიდუმლო დოკუმენტების საქმის გამოსაძიებლად, რომლებიც ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდს განეკუთვნება.
საუბარია გრიფით „საიდუმლო“ მასალებზე, რომლებიც დელავერში მდებარე ბაიდენის სახლსა და ასევე მის ოფისში იპოვეს Penn-Biden Cеnter-ის ანალიტიკურ ცენტრში.
სპეციალური პროკურორი რობერტ ჰური გახდა, მერილენდის ყოფილი ფედერალური პროკურორი, რომელიც ამ თანამდებობაზე ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაინიშნა. 2021 წლიდან ჰური კერძო იურიდიულ პრაქტიკას ეწევა ვაშინგტონში.
„ეს დანიშვნა ხაზს უსვამს იუსტიციის სამინისტროს ვალდებულებას, იყოს პასუხისმგებელი განსაკუთრებით დელიკატურ საკითხებში და ასევე იმას, რომ ის გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფაქტებისა და კანონის საფუძველზე იღებს“, — განმარტა გარლანდმა.
თეთრი სახლის განცხადებით, ის მზად არის სპეცპროკურორის ოფისთან ყოველმხრივი თანამშრომლობისთვის.
ბაიდენის თანაშემწეებმა საიდუმლო მასალების კიდევ ერთი პარტია იპოვესგარლანდის თქმით, იუსტიციის სამინისტროს თავადაც შეუძლია ამ გამოძიების ჩატარება, მაგრამ „საგანგებო ვითარება ამ საკითხზე სპეციალური პროკურორის დანიშვნას მოითხოვს“.
როგორც მანამდე თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, პრეზიდენტმა არ იცოდა, რომ საიდუმლო დოკუმენტები მის პირად ქაღალდებს შეერია.