მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნაპოვნია საიდუმლო მასალები, რომლებიც ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდს განეკუთვნება

© photo: Sputnik / Sergey Mamontovაშშ-ის ეროვნული არქივი
აშშ-ის ეროვნული არქივი  - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის პირადმა ადვოკატებმა ვაშინგტონის ანალიტიკურ ცენტრში 2 ნოემბერს აღმოაჩინეს საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდს განეკუთვნება, ნათქვამია პრეზიდენტის სპეციალური იურისტის რიჩარდ სობერის განცხადებაში.
მისი ინფორმაციით, ბაიდენი 2017 წლის შუა პერიოდიდან საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებამდე პერიოდულად იყენებდა აღნიშნულ საოფისე ფართს. თეთრი სახლის იურისტებმა ეროვნულ არქივს დოკუმენტების თაობაზე მათი აღმოჩენის დღესვე აცნობეს. არქივმა მასალები მეორე დილით მიიღო.
სობერმა ასევე განაცხადა, რომ დოკუმენტები არ ყოფილა ეროვნული არქივის მიერ მოთხოვნის ან გამოძიების საგანი.

„დოკუმენტები აღმოაჩინეს მაშინ, როდესაც ბაიდენის პირადი ადვოკატები ჩაკეტილ კარადაში შენახულ ფაილებს ფუთავდნენ, რათა პენსილვანიის უნივერსიტეტის ბაიდენის ცენტრში საოფისე ფართები გაეთავისუფლებინათ“, — განმარტა სობერმა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრი სახლი თანამშრომლობს იუსტიციის სამინისტროსთან და ეროვნულ არქივთან.
ამასთან, სობერის განცხადებაში არც საიდუმლო დოკუმენტების რაოდენობაა ნახსენები, არც შინაარსი და არც მათი გასაიდუმლოების დონე. როგორც CBS News იტყობინება, დოკუმენტები არ შეიცავს ბირთვულ საიდუმლოებას.
წყარო: Associated Press
ყველა ახალი ამბავი
0