მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაიდენის თანაშემწეებმა საიდუმლო მასალების კიდევ ერთი პარტია იპოვეს

  - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანაშემწეებმა საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი პარტია იპოვეს, იუწყება NBC News ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით.
ტელეარხის ცნობით, გრიფით „საიდუმლო“ მასალები ნაპოვნია „ადგილზე, რომელიც ვაშინგტონის ოფისის მიღმა მდებარეობს, და რომელსაც ბაიდენი ბარაკ ობამას ადმინისტრაციიდან წასვლის შემდეგ იყენებდა“.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენის თანაშემწეებმა დამატებითი საიდუმლო მასალების მოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ნოემბერში ვაშინგტონის ანალიტიკურ ცენტრ Penn Biden Center-ში არაერთი საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს.
მონაცემები დამატებითი დოკუმენტების საიდუმლოების დონის, რაოდენობისა და ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. ასევე ჯერჯერობით უცნობია, როდის აღმოაჩინეს საიდუმლო მასალების მეორე პარტია, ან დასრულდა თუ არა რაიმე სხვა მსგავსი დოკუმენტაციის ძებნა, რომელიც ბაიდენს, შესაძლოა, მისი ვიცე-პრეზიდენტობის დროიდან დარჩენოდა სადმე.
კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა მარკ უორნერმა ბრიფინგის ჩატარება მოითხოვა Penn Biden Center-ში მანამდე აღმოჩენილი საიდუმლო დოკუმენტების შესახებ.
გარდა ამისა, მან და კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე მარკო რუბიომ ეროვნული დაზვერვის დირექტორ ავრილ ჰეინსს საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის თხოვნით მიმართეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის პირადმა ადვოკატებმა 2 ნოემბერს საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს ვაშინგტონის ანალიტიკურ ცენტრში, რომლებიც ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდს განეკუთვნება. დოკუმენტები აღმოაჩინეს მაშინ, როდესაც ბაიდენის პირადი ადვოკატები ჩაკეტილ კარადაში შენახულ ფაილებს ფუთავდნენ, რათა ცენტრში საოფისე ფართები გაეთავისუფლებინათ. ამ ფართს ბაიდენი პერიოდულად იყენებდა 2017 წლის შუა პერიოდიდან საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებამდე.
წყარო: NBC News
ყველა ახალი ამბავი
0