https://sputnik-georgia.com/20230112/garibashvili-erevanshi-gaemgzavra-273865680.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ერევანში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ერევანში გაემგზავრა
Sputnik საქართველო
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. 12.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-12T14:24+0400
2023-01-12T14:24+0400
2023-01-12T19:29+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
სომხეთი
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791175_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_6fdfc13dfd31c152f3e732fcc06197f9.jpg
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით სომხეთში გაემგზავრა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.2021 წლის ბოლოს საქართველოს პრემიერი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის მონაწილეობას გულისხმობს. მისი თქმით, საქართველო მზად არის მშვიდობიანი დიალოგის ცენტრად იქცეს. ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა არ ცვლის და არ ეწინააღმდეგება თანამშრომლობის სხვა ფორმატებს.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ.პაპუაშვილი: საქართველო მზად არის კვლავ იყოს შუამავალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის>>>ასევე დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი შეხვედრა.საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს 88 საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791175_105:0:1242:853_1920x0_80_0_0_c938d8875858cbd64c8a230cfc7eb3d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , სომხეთი, პოლიტიკა, ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, საქართველოს მთავრობა , სომხეთი, პოლიტიკა, ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ერევანში გაემგზავრა
14:24 12.01.2023 (განახლებულია: 19:29 12.01.2023) საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა.
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით სომხეთში გაემგზავრა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2021 წლის ბოლოს საქართველოს პრემიერი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის მონაწილეობას გულისხმობს. მისი თქმით, საქართველო მზად არის მშვიდობიანი დიალოგის ცენტრად იქცეს. ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა არ ცვლის და არ ეწინააღმდეგება თანამშრომლობის სხვა ფორმატებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ.
ასევე დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი შეხვედრა.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს 88 საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.