სანდოობაზე საუბარი ძნელია: კრემლის კომენტარი უკრაინისთვის კასეტური ჭურვების მიწოდებაზე

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თურქეთის მიერ უკრაინისთვის კასეტური ჭურვების მიწოდებაზე ინფორმაციის სანდოობაზე საუბარი ძნელია, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

„რა თქმა უნდა, რთულია ამ ინფორმაციის სანდოობაზე საუბარი. თქვენ იცით, რომ ფეიკები უფრო მეტია, ვიდრე სანდო და მართალი ცნობები. ამიტომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ ყველაფერს“, — აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან კრემლის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს შეახსენა, რომ ანკარა კიევს საბრძოლო დრონ Bayraktar-ებს აწვდის და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთს, როგორც ნატოს წევრს, თავისი ვალდებულებები აქვს.
„ამავდროულად ჩვენ თურქეთთან ძალიან, ძალიან პარტნიორული ურთიერთობები გვაერთიანებს, რომლებიც ორმხრივ სარგებელს, ურთიერთგაგებას, ურთიერთპატივისცემასა და ურთულესი პრობლემების განხილვის ორმხრივ მზადყოფნას ეფუძნება“, — დასძინა პესკოვმა.
მანამდე გამოცემა Foreign Policy-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთმა 2022 წლის ბოლოს უკრაინისთვის აშშ-ში შემუშავებული კასეტური ჭურვების გაგზავნა დაიწყო, რასაც კიევი რამდენიმე თვის განმავლობაში სთხოვდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, საიდანაც უარს იღებდა.
გამოცემის ცნობით, საუბარია ორმაგი დანიშნულების სრულყოფილ საბრძოლო მასალებზე, რომელიც ცივი ომის პერიოდში თურქეთში იწარმოებოდა აშშ-თან შეთანხმებით.
კასეტური იარაღი აკრძალულია 2010 წელს მიღებული საერთაშორისო კონვენციით, მაგრამ უკრაინა, თურქეთი, შეერთებული შტატები და რუსეთი მას არ შეერთებიან. მიუხედავად ამისა, აშშ-ის კანონმდებლობა კრძალავს კასეტური ჭურვების ექსპორტს სხვა ქვეყნებში.
ყველა ახალი ამბავი
0