მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

FP: თურქეთმა ფარულად გადასცა უკრაინას კასეტური ჭურვები

© photo: Sputnik / Mikitenkoამერიკული კასეტური ჭურვები ლიბიაში
ამერიკული კასეტური ჭურვები ლიბიაში  - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თურქეთმა 2022 წლის ბოლოს დაიწყო უკრაინისთვის ცივი ომის დროს აშშ-ში შექმნილი კასეტური ჭურვების გაგზავნა, რასაც კიევი რამდენიმე თვის განმავლობაში სთხოვდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, წერს გამოცემა Foreign Policy ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, საუბარია ორმაგი დანიშნულების სრულყოფილ საბრძოლო მასალებზე, რომელიც ცივი ომის პერიოდში თურქეთში იწარმოებოდა აშშ-თან შეთანხმებით. ეს ჭურვები ჯავშანტექნიკის განადგურებისთვისაა განკუთვნილი და გასროლისას თითოეული მათგანი 88 მცირე ნაწილად იშლება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ანკარა ცდილობდა დაეფარა კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების ფაქტი, რომელიც უკრაინას რუსული ტანკებისა და ცოცხალი ძალის გასანადგურებლად ესაჭიროება, თუმცა არ აკონკრეტებს, გამოიყენა თუ არა უკრაინამ ეს მასალა.

„მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა უარი უთხრა უკრაინას კასეტური ჭურვების გადაცემაზე, თურქეთი გახდა ერთადერთი, საიდანაც მათი მიღება შეიძლებოდა. ეს აჩვენებს, რომ მიუხედავად თურქეთისა და რუსეთის გარკვეული სიახლოვისა, ანკარა უკრაინის ნადვილად მნიშვნელოვანი მომხრე ხდება სამხედრო ურთიერთობებში“, — განაცხადა ერთ-ერთმა ანონიმმა წყარომ.

არც თურქეთის საელჩოს ვაშინგტონში და არც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ამ ფაქტთან დაკავშირებით Foreign Policy-სთან კომენტარი არ გაუკეთებია.
კასეტური იარაღი აკრძალულია 2010 წელს მიღებული საერთაშორისო კონვენციით, მაგრამ უკრაინა, თურქეთი, შეერთებული შტატები და რუსეთი მას არ შეერთებიან. მიუხედავად ამისა, აშშ-ის კანონმდებლობა კრძალავს კასეტური ჭურვების ექსპორტს სხვა ქვეყნებში.
წყარო: Foreign Policy
ყველა ახალი ამბავი
0