https://sputnik-georgia.com/20230110/visceraluri-cximi-dasaxelda-wveni-romelic-mas-ramdenime-kvirasi-aqrobs-273802224.html
წვენი, რომელიც მუცლის ცხიმს რამდენიმე კვირაში აქრობს: დადგინდა მეცნიერულად
წვენი, რომელიც მუცლის ცხიმს რამდენიმე კვირაში აქრობს: დადგინდა მეცნიერულად
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ვისცერალური ცხიმი ნელი მოქმედების ნაღმია, რომელიც მუცლის სიღრმეში გროვდება და ისეთ სერიოზულ დაავადებებს იწვევს, როგორებიცაა... 10.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-10T15:39+0400
2023-01-10T15:39+0400
2023-01-10T20:06+0400
მეცნიერული კვლევები
მსოფლიო და მეცნიერება
ჯანმრთელობა
მედიცინა
ვაშლი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23566/18/235661881_0:130:1024:706_1920x0_80_0_0_be53a6c24f3e0bca89ffdaf5450b90e7.jpg
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ვისცერალური ცხიმი ნელი მოქმედების ნაღმია, რომელიც მუცლის სიღრმეში გროვდება და ისეთ სერიოზულ დაავადებებს იწვევს, როგორებიცაა დიაბეტი თუ დემენცია. საბედნიეროდ, არსებობს სასმელი, რომელიც საშიში ცხიმის მოშორებაში დაგეხმარებათ, აცხადებენ მეცნიერები.მათი თქმით, ვისცერალური ცხიმი ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფს, რაც ორგანიზმში ქსოვილების ანთებას იწვევს.როგორც სამეცნიერო გამოცემა Journal of Oleo Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, ჯანმრთელობისთვის საშიშ ცხიმს ძალიან ეფექტურად წვავს ვაშლის წვენი, რასაც სულ რამდენიმე კვირა სჭირდება.არ გამოტოვოთ: წითელი, ყვითელი თუ მწვანე - რომელი ვაშლია ყველაზე მარგებელიმკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა, რა გავლენას ახდენს ვაშლში შემავალი პოლიფენოლები სხვადასხვა წონის ადამიანებზე. კვლევაში 124 პირი მონაწილეობდა, რომლებიც ორ ჯგუფად გაყვეს. ერთი ჯგუფი პოლიფენოლებიანი ვაშლის წვენს სვამდა 12 კვირის განმავლობაში — ყოველდღიურად 600 მილიგრამის ოდენობით, მეორე კი — უპოლიფენოლო წვენს, ანუ ერთგვარ პლაცებოს.ექსპერიმენტის დაწყებიდან რვა კვირის შემდეგ მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ პირველი ჯგუფის წევრებში ვისცერალური ცხიმის მოცულობა საგრძნობლად შემცირდა. თუმცა ეს ეფექტი მხოლოდ მათში შეინიშნებოდა, ვისაც კვლევის დაწყებამდე დიდი რაოდენობით „მუცლის ქონი“ ჰქონდა. ხოლო იმ მონაწილეებს, რომლებსაც კვლევაში ჩართვამდე ვისცერალური ცხიმის ნორმალური ოდენობა აღენიშნებოდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენიათ.არ გამოტოვოთ: როგორ დავიწიოთ წნევა ვაშლის ძმრით სწრაფად - ბრიტანელი მედიკოსების რჩევარაც შეეხება მეორე ჯგუფის წევრებს, რომლებიც უპოლიფენოლო წვენს იღებდნენ, მათ ვისცერალური ცხიმი არ შემცირებიათ — არცერთ წონით კატეგორიაში.მეცნიერების თქმით, იმ ჯგუფის არცერთ წევრს, რომელიც პოლიფენოლიან ვაშლის წვენს იღებდა, არანაირი კლინიკური პრობლემები არ გამოვლენიათ, რაც მათი სისხლის ანალიზითა და ფიზიკური კვლევებით დადასტურდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23566/18/235661881_42:0:983:706_1920x0_80_0_0_9bcdd7324045782b53c952d7b3f47b3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მეცნიერული კვლევები, მსოფლიო და მეცნიერება, ჯანმრთელობა , მედიცინა, ვაშლი
მეცნიერული კვლევები, მსოფლიო და მეცნიერება, ჯანმრთელობა , მედიცინა, ვაშლი
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ვისცერალური ცხიმი ნელი მოქმედების ნაღმია, რომელიც მუცლის სიღრმეში გროვდება და ისეთ სერიოზულ დაავადებებს იწვევს, როგორებიცაა დიაბეტი თუ დემენცია. საბედნიეროდ, არსებობს სასმელი, რომელიც საშიში ცხიმის მოშორებაში დაგეხმარებათ, აცხადებენ მეცნიერები.
მათი თქმით, ვისცერალური ცხიმი ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფს, რაც ორგანიზმში ქსოვილების ანთებას იწვევს.
როგორც სამეცნიერო გამოცემა Journal of Oleo Science-ში გამოქვეყნებულ
კვლევაშია ნათქვამი, ჯანმრთელობისთვის საშიშ ცხიმს ძალიან ეფექტურად წვავს ვაშლის წვენი, რასაც სულ რამდენიმე კვირა სჭირდება.
მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა, რა გავლენას ახდენს ვაშლში შემავალი პოლიფენოლები სხვადასხვა წონის ადამიანებზე. კვლევაში 124 პირი მონაწილეობდა, რომლებიც ორ ჯგუფად გაყვეს. ერთი ჯგუფი პოლიფენოლებიანი ვაშლის წვენს სვამდა 12 კვირის განმავლობაში — ყოველდღიურად 600 მილიგრამის ოდენობით, მეორე კი — უპოლიფენოლო წვენს, ანუ ერთგვარ პლაცებოს.
ექსპერიმენტის დაწყებიდან რვა კვირის შემდეგ მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ პირველი ჯგუფის წევრებში ვისცერალური ცხიმის მოცულობა საგრძნობლად შემცირდა. თუმცა ეს ეფექტი მხოლოდ მათში შეინიშნებოდა, ვისაც კვლევის დაწყებამდე დიდი რაოდენობით „მუცლის ქონი“ ჰქონდა. ხოლო იმ მონაწილეებს, რომლებსაც კვლევაში ჩართვამდე ვისცერალური ცხიმის ნორმალური ოდენობა აღენიშნებოდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენიათ.
რაც შეეხება მეორე ჯგუფის წევრებს, რომლებიც უპოლიფენოლო წვენს იღებდნენ, მათ ვისცერალური ცხიმი არ შემცირებიათ — არცერთ წონით კატეგორიაში.
მეცნიერების თქმით, იმ ჯგუფის არცერთ წევრს, რომელიც პოლიფენოლიან ვაშლის წვენს იღებდა, არანაირი კლინიკური პრობლემები არ გამოვლენიათ, რაც მათი სისხლის ანალიზითა და ფიზიკური კვლევებით დადასტურდა.