წითელი, ყვითელი თუ მწვანე: რომელი ვაშლია ყველაზე მარგებელი

© Pixabay / castleguardვაშლები კალათში
ვაშლები კალათში - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
გამოწერა
ბევრი ხილისგან განსხვავებით, სეზონური ვაშლის შეძენა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. მაგრამ ვაშლის სიკეთეს ბევრი სათანადოდ არ აფასებს — ეგზოტიკური ხილი ურჩევნიათ.
არადა, როგორც ჩინელი მეცნიერები ირწმუნებიან, ვაშლი ძვირადღირებულ ავოკადოს, ანანასსა თუ მანგოს მარგებლობით არაფრით ჩამორჩება, პირიქით, ზოგი თვისებით შეიძლება სჯობდეს კიდეც.

რა უნდა იცოდეთ ვაშლის შესახებ

არსებობს გამონათქვამი: ვაშლი დილით ოქროა, საღამოს — შხამი. მაგრამ სინამდვილეში ამის მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს. უფრო მეტიც, ეს ვაშლის უზმოზე ჭამაა სწორედ არცთუ ისე კარგი.
უზმოზე ვაშლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომების პროვოცირება, როგორებიცაა: შებერილობა, მუცლის ტკივილი და დიარეა. სხვა მხრივ კი არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, დღის რომელ მონაკვეთში მიირთმევთ ვაშლს. პროდუქტის კვებითი ღირებულება და მისი თვისებები დღის მეორე ნახევარში არ იცვლება.
საერთოდ საიდან გაჩნდა მოსაზრება, რომ საღამოს ვაშლი შხამად იქცევა, გაურკვეველია. ღამით ნებისმიერი ხილის დიდი რაოდენობით მირთმევა იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემებს და არა მხოლოდ ვაშლისა. თუმცა ამისათვის არაადეკვატურად ბევრი ხილი უნდა ჭამოს ადამიანმა.
და კიდევ ერთი: ღამით ხილის ჭამა არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმმა შეიძლება ხილში შემავალი შაქრის ათვისება ვერ მოასწროს და ღამით, სანამ გძინავთ, ცხიმად გადაიქცეს.

როგორ ვჭამოთ ვაშლი

ვისაც ვაშლისგან მაქსიმალური სარგებლობის მიღება სურს, არსებობს მნიშვნელოვანი რჩევა: შეეცადეთ მიირთვათ ეს ხილი 15-20 წუთის განმავლობაში. საქმე ისაა, რომ ამ ხილის ორგანულ მჟავებს პირის ღრუში ბაქტერიების დათრგუნვა შეუძლია. ამიტომ რაც მეტ ხანს დაყოვნდება ვაშლი პირის ღრუში, მით მეტ ბაქტერიებს გაანადგურებს იგი, რაც ძალიან სასარგებლოა.
დაიმახსოვრეთ: ვაშლის სწრაფად შეჭმა არ ღირს! ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ამიტომ ნელა დაღეჭეთ ის და კბილები და ღრძილები „მადლიერი დაგრჩებიან“.

ვინ უნდა იყოს ფრთხილად ვაშლთან

ვაშლის ყველა სასარგებლო თვისების მიუხედავად, არსებობს დიაგნოზები, რომელთა შემთხვევაშიც სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
მაგალითად, ვაშლს შეუძლია ზიანი მოგაყენოთ, თუ დიაბეტით ან სიმსუქნით ხართ დაავადებული. მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებმა უმჯობესია ვაშლი ძირითად კვებებს შორის მიირთვან მცირე რაოდენობით.

რამდენი ვაშლის ჭამა შეიძლება დღეში

ექიმების თქმით, ოპტიმალურია დღეში არაუმეტეს 200-350 გრამი ვაშლის ჭამა. ეს ერთი ცალი მოზრდილი ვაშლის წონაა. ასეთ შემთხვევაში ვაშლი ნებისმიერ რაციონს შეერწყმება და სარგებელსაც მოგიტანთ — მაშინაც კი, თუ წონაში დაკლებას ცდილობთ.

ფერი მნიშვნელოვანია

ვაშლის თვისებების ნაწილი მისი კანის ფერზეა დამოკიდებული. მაგალითად:
მწვანე ვაშლი — მდიდარია ქლოროფილით,
წითელი — მდიდარია კაროტინითა და ანთოციანინებით,
ყვითელი კი მდიდარია ფლავონოიდებით.
მწვანე ვაშლი, როგორც წესი, უფრო ხრაშუნაცაა და უფრო მჟავეც. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ხელს უწყობს ჭრილობების უფრო სწრაფად შეხორცებას.
ყვითელი ვაშლი უფრო ტკბილია. ეს ვარიანტი შესაფერისია მათთვის, ვისაც ელენთისა და კუჭის მოძლიერება სურს. ყვითელ ვაშლში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმში A ვიტამინად იქცევა, რომელიც ძალიან სასარგებლოა მხედველობისთვის.
ითელი ვაშლი ჩემპიონია რკინის შემცველობის მხრივ. ის ასევე აძლიერებს გულს და ხელს უწყობს კანის სიგლუვეს.
ყველა ახალი ამბავი
0