მედია: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქართველოში ახალი ელჩი გახდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2022 წლის 30 მარტს საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ განაცხადა
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში უკრაინის ელჩად საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ფინანსურ-ადმინისტრაციული მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროს ვოლოდიმირ ლუკიანოვს დანიშნავს, იუწყება ქართული ტელეარხი Formula უკრაინის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ინფორმაციით, თითქმის ყველა პროცედურა უკვე დასრულებულია და ვოლოდიმირ ლუკიანოვი დიპლომატიურ სამსახურს თბილისში თებერვლის დასაწყისში შეუდგება.
ლუკიანოვისთვის ეს პირველი დიპლომატიური მისია იქნება. თავად ლუკიანოვს მოსალოდნელ დანიშვნასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველომ „ბუკისა“ და „ჯაველინისთვის“ მილიონები გადაიხადა: თავდაცვის უწყება >>
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ამ დროისთვის საქართველოში ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულება ჯერ არ გამოქვეყნებულა.
2022 წლის 30 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განაცხადა. მიზეზი, როგორც ზელენსკიმ განმარტა, იყო დიპლომატების არასაკმარისად პროდუქტიული მუშაობა, ვინაიდან ქვეყნები, რომლებშიც ისინი მუშაობენ, არ შეუერთდნენ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში: მმართველ პარტიაში უკრაინის ხელისუფლებას უპასუხეს >>
იმავე წლის 24 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ელჩის იგორ დოლგოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
ამ დროისთვის საქართველოში ელჩის მოვალეობას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0